fbpx

რატომ უნდა არჩიონ სტარტაპებმა ჭკვიანი ფული?

ჭკვიანი ფული

რატომ უნდა არჩიონ სტარტაპებმა ჭკვიანი ფული?

ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც სტარტაოერები და მეწარმეები უშვებენ დაფინანსების მოსაძებნად ბრძოლაში, არის ზედმეტად ფოკუსირება ფულის მიღებაზე კონკრეტული პირობებით. ამ დროს ისინი არ აქცევენ საკმარის ყურადღებას, თუ ვინ უზრუნველყოფს სახსრებს. რეალურად კი, ამ დროს საჭიროა, სტარტაპებმა გამოიყენონ ისეთი დაფინანსება, როგორიცაა ჭკვიანი ფული – ეს არის საუკეთესო გზა სახსრების მოსაზიდად და წარმატების ალბათობის გასაუმჯობესებლად.

რა ტიპის დაფინანსებაა “ჭკვიანი ფული” სტარტაპებისთვის?

სტარტაპებს, რომლებსაც ესაჭიროებათ კარგი მრჩევლები, სწორი ქსელები/წრეები, ინდუსტრიის შეხედულებები, ხანმოკლე თუ გრძელვადიანი ხელმძღვანელობა, ჭკვიანი ფული დაეხმარებათ. ეს დაფინანსება მოდის ინვესტორებისგან, რომლებსაც ხშირად აქვთ ყველაზე მეტი ცოდნა, გამოცდილება და ყველაზე დიდი ქსელები თქვენს სივრცეში.

ჭკვიანი ფულის ინვესტორები დაგეხმარებიან თქვენს სივრცეში საკვანძო ადამიანებთან გაცნობაში; ეს ადამიანები ისაუბრებენ თქვენს სტარტაპზე იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობენ და მართავენ ბიზნესს. ეს ზრდის თქვენს შანსებს, მიიღოთ კარგი მრჩევლები, პარტნიორობა, თანამშრომლობა, კლიენტები, მომწოდებლები და დამატებითი კაპიტალი. გარდა ამისა, ეს ინვესტორები მოგცემენ სწორ რჩევას, რადგან მათ ესმით თქვენი ინდუსტრიის დინამიკა. მაგალითად, ისინი იცნობენ: კვლევისა და განვითარების (R&D) გზას, მარეგულირებელ დაბრკოლებებს, მომხმარებლის სიცოცხლის ხანგრძლივობას, შეფასებებს, კაპიტალის მოთხოვნილებებს, ღირებულების გადახრის წერტილებს, გონივრულ ფინანსურ პროგნოზებს, სტრატეგიებს, კონკურენტულ განმასხვავებლებს და ა.შ

თქვენი სექტორის გარეთ ინვესტორთან დაფინანსების პირობების მოლაპარაკებას ხშირად გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჭკვიანი ფულის ინვესტორთან ურთიერთობა. პირველ რიგში, თქვენ უნდა ასწავლოთ ინვესტორს თქვენი ინდუსტრიის შესახებ. თუ საკმარისად იღბლიანი ხართ, ინვესტორი ამ სფეროს ტერმინებს მალევე აითვისებს, მაგრა მას ამ ტერმინების გამეორება ძალიან ხშირად დასჭირდება და გაწელილი დრო ხშირად დაფინანსების გარეშე სრულდება. აქ მთავარი პრობლემები, შესაძლოა, იყოს თქვენი კომპანიის შეფასება ინვესტორის მიერ, კაპიტალის განაწილება და მისთვის თქვენი რისკის პროფილის გაგება. ინვესტორი, სავარაუდოდ, იმავე რისკის კატეგორიაში დაგაყენებთ, სადაც ყველა იმ კომპანიას აყენებს, რომლებშიც ინვესტიციას დებს. შედეგად, ეს არ იქნება გონივრულად მოძიებული დაფინანსება და შესაძლოა, ამან ზიანიც კი მოგიტანოთ.

დრო ნამდვილად ფულია. ჭკვიანური ფულის აღების კომპენსაცია არის ის, რომ შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი კომპანიის მეტი ნაწილის გაცემა მცირე კაპიტალისთვის. თუმცა, ეს გაცვლა ღირს. ჭკვიანი ფულის გარიგება უფრო სწრაფად შესრულდება, რაც საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ პროგრესს თქვენი კომპანიის მიზნებსა და განვითარებაში. მსგავსი ინვესტორი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, რათა მოგაწოდოთ გონივრული რჩევები კომპანიის არსებობის განმავლობაში. ის ასევე დაგეხმარებათ იპოვოთ დამატებითი კაპიტალი, როცა ეს დაგჭირდებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით ზრდასრულმა სტარტაპებმა შეიძლება ვერ მოიპოვონ ჭკვიანი ფულის დაფინანსება – ეს არის ხშირად სტარტაპები, რომლებსაც უკვე აქვთ ძლიერი დაფინანსება და რეპუტაციის მქონე საბჭო.

როგორ მოძებნოთ ჭკვიანი ფულის ინვესტორები?

პირველ რიგში, გააკეთეთ თქვენი კვლევა – გაარკვიეთ, ვინ არიან ინვესტორები ისეთი რესურსებიდან, როგორიცაა: Crunchbase, CB insights, PitchBook და Clarivate Analytics. შემდეგ დაადგინეთ დაფინანსების ყველა წყარო და სხვა რესურსი, რისთვისაც ბრძოლა შეგიძლიათ და ხელი მიგიწვდებათ. ეს შეიძლება იყოს დაფუძნებული იმაზე, თუ ვინ ხართ ან, ალტერნატიულად, რაზე მუშაობთ. მაგალითად, Wells Fargo’s Million Women Mentors პროგრამა მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს, ლორა და ჯონ არნოლდის ფონდი მხარს უჭერს სისხლის სამართლის ინიციატივებს, კესლერის ფონდი მხარს უჭერს რეგენერაციულ მედიცინას და MedImmune სამუშაოებს სიცოცხლის მეცნიერების ეკოსისტემის გასაძლიერებლად კოლუმბია-ვირჯინიის რეგიონში, მერილენდის ოლქში.

როდესაც ეძებთ ჭკვიანი ფულის ინვესტორებს, როგორც სტარტაპმა, თქვენ ასევე უნდა ეძებოთ თქვენი მოთმინება, გულწრფელობა, საიმედოობა, გატაცება საკუთარი თავისა და თქვენი კომპანიის მიმართ.. აქსელერაციის კარგი პროგრამები დაგეხმარებათ ამ კავშირების დამყარებაში. წარმატებული სტარტაპები ეკონომიკურ ზრდასა და ცოდნაზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების ბაზაა. რაც უფრო მეტი მეწარმე ეძებს ჭკვიან ფულს, მით უფრო გაძლიერდება ეკონომიკა მთლიანობაში და უფრო მეტად გაძლიერდება სამეწარმეო პლატფორმები ზრდისა და ინოვაციების მიმართულებით.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post