fbpx

რა უნდა გააკეთოთ ბიზნეს იდეის მოფიქრების შემდეგ?

რა უნდა გააკეთოთ ბიზნეს იდეის მოფიქრების შემდეგ?

ბიზნეს იდეა არის ნებისმიერი ამჟამინდელი თუ მომავალი მეწარმისთვის ერთგვარი ამოსავალი წერტილია. სწორედ ამ იდეიდან მიღებული შედეგები წარმართავს კომპანიის საქმიანობას მისივე განვითარების ყველა ეტაპზე; თუმცა, ის, თუ როგორ იზრუნებთ ამ იდეის გაშლაზე და როგორ გადაიტანთ მას პრაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

თუკი უკვე თქვენ გვაქვთ იდეა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: რა არის შემდეგი? 

განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე ბაზარი

რატომაა ეს ამოსავალი წერტილი?

თქვენ იწყებთ თქვენი სამიზნე ბაზრით, რადგან ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, დაფუძნებული იქნება ამ ბაზარზე. სამიზნე ბაზარი არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც მათი პრობლემებიდან, მოთხოვნებიდან თუ უბრალოდ სურვილებიდან გამომდინარე, კონკრეტული პროდუქტები სჭირდებათ. კომპანიები ასეთ ადამიანებს პოტენციურ კლიენტებს უწოდებენ.

სამიზნე ბაზარი გეტყვით, თუ ვინ არიან თქვენი პოტენციური კლიენტები, რომელთა მხრიდანაც თქვენგან რაიმეს შეძენის ალბათობა არსებობს. უმეტეს შემთხვევაში, სამიზნე ბაზარი დამოკიდებულია ხოლმე ბიზნესის ტიპსა და ინდუსტრიაზე.

მაგალითად, თუ გსურთ დაიწყოთ გრაფიკული დიზაინის ბიზნესი, უნდა აირჩიოთ ერთი ან რამდენიმე შესაძლებლობა, როგორიცაა:

კომპანიები, რომლებსაც ესაჭიროებათ გრაფიკული დიზაინი ბრენდის იდენტობის, ლოგოსა და სხვა მარკეტინგული მასალებისთვის. ან,
პირები, რომლებსაც დასჭირდებათ გრაფიკული დიზაინი მათი პერსონალური ვებსაიტებისთვის, ვებ დეველოპმენტისთვის, ვიზუალებისთვის და ა.შ.

განსაზღვრეთ თქვენი პროდუქტები და სერვისები

მეორე რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის თქვენი პროდუქტებისა და სერვისების განსაზღვრა.

ამ დრომდე, თქვენ გაქვთ იდეა, რომელიც მოიცავს გარკვეულ პროდუქტს ან მომსახურებას თქვენი მომავალი ან ამჟამინდელი კომპანიისთვის. ახლა, როდესაც თქვენ იცით თქვენი სამიზნე ბაზარი, თქვენ უნდა დაიწყოთ კონცეფციის რუქის შედგენა იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ შესთავაზოთ ამ პოტენციურ მომხმარებლებს. ასე რომ, ახლა თქვენ გჭირდებათ ნათლად და ზუსტად განსაზღვროთ ის პროდუქტები ან სერვისები, რომლებიც წარმოიქმნება საწყისი იდეიდან. თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

• რა პროდუქტს ან მომსახურებას შესთავაზებთ მომხმარებლებს?
• რა არის ამ პროდუქტების ან სერვისების მახასიათებლები?
• ასევე, რა სარგებელს მოუტანს თქვენი პროდუქტები ან მომსახურება თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს?
• რა სახის დამატებით სერვისებს შესთავაზებს ეს პროდუქტი ან სერვისი მათ?

განსაზღვრეთ კონკრეტული ბაზარი თქვენი ბიზნეს იდეისთვის

ახლა უკვე, როცა თქვენ გაქვთ იდეა და განსაზღვრული პროდუქტები ან სერვისები, დროა, განსაზღვროთ ზუსტი, კონკრეტული ბაზარი, სადაც თქვენი პროდუქტებისა და სერვისების რეალიზებას მოახდენთ.

აქ არის რამდენიმე კითხვა, რომელზეც თქვენ, როგორც მეწარმემ, უნდა უპასუხოთ:

• რომელ ბაზარზე შესთავაზებთ ამ პროდუქტებსა და სერვისებს მომხმარებლებს (ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა, კონტინენტი…)? თუ თქვენი ბიზნეს იდეა დაფუძნებულია ონლაინ პლატფორმაზე, შეგიძლიათ გლობალურ აუდიტორიაზე იფიქროთ. 
•ვინ იქნება ამ პროდუქტებისა თუ სერვისების მომხმარებელი? 
•როგორია იმ მომხმარებლების მახასიათებლები, რომლებიც მოიხმარენ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას (სქესი, ასაკი, შემოსავალი, ეთნიკური წარმომავლობა, პრობლემები, სურვილები, საჭიროებები და ა.შ.)?

განსაზღვრეთ თქვენი მთავარი კონკურენტები

შემდეგი, კრიტიკული საკითხი კონკურენტებს ეხება. თქვენი კომპანიის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული თქვენსა და თქვენი კონკურენტის ქმედებებზე. აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს ბაზარზე არსებული ძირითადი კონკურენტები.

ამ საკითხთან მიმართებით თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

• ვინ არის ბაზრის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ინდუსტრიაში?
• ვინ, სად და როგორ გვთავაზობს ბაზრის ეს ხუთი მთავარი მოთამაშე თავის პროდუქტებსა და სერვისებს?
• რა არის მათი პროდუქციის ან მომსახურების ძირითადი მახასიათებლები?
• რა სარგებელი მოაქვთ მათ ბაზრისთვის თავიანთი პროდუქტებით ან მომსახურებით?
• როგორია ბაზრის წინააღმდეგობა ახალი კონკურენტების შემოსვლასთან და რამდენად რთულია ამის მიღწევა?

განსაზღვრეთ თქვენი ბიზნეს იდეისთვის საჭირო რესურსები

ახლა უკვე დროა, განსაზღვროთ ის რესურსები, რომლებიც დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი იდეა რეალობად იქცეს. თქვენ მოგიწევთ შემდეგი საკითხების განსაზღვრა:

• რა ოდენობის ადამიანური რესურსი დაგჭირდებათ?
• რა სახის ინტელექტუალური კაპიტალი დაგჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის?
• რა ოდენობის ფინანსური რესურსი დაგჭირდებათ?
• სად იპოვით ამ ფინანსურ რესურსებს?
• რა მატერიალური რესურსები დაგჭირდებათ?
• სად იპოვით ამ მატერიალურ რესურსებს?
• რა საინფორმაციო რესურსები დაგჭირდებათ?
• რა იქნება ამ საინფორმაციო რესურსების წყაროები?

გამოთვალეთ პირველადი ხარჯები

სასტარტო ხარჯები არის ერთჯერადი ხარჯები ბიზნესის დასაწყებად. მაგალითად, ისეთი ბიზნესი, როგორიცაა პიცის სერვისი, შეიძლება მოიცავდეს წარმოების ადგილს, ღუმელს, მიქსერს, მაცივარს, პიცის დასამზადებლად ნედლეულის საწყის მარაგს, მოსამზადებელ მაგიდებს, სატრანსპორტო საშუალებებს და ა.შ.

ავიღოთ პიცის მიტანის სერვისის მაგალითი.

თავდაპირველად, ამ კომპანიას დასჭირდება სივრცე, რომელშიც მიიღებთ შეკვეთებს, შეინახავთ სასურსათო პროდუქტებს ინგრედიენტებად და გამოაცხობთ პიცას. კომპანიას მოუწევს ამ თანხის წინასწარ გადახდა და ქირის დაფარვა ერთი წლის განმავლობაში.

შემდეგ თქვენ უნდა შეიძინოთ აღჭურვილობა კომპანიისთვის. მაგალითად, პიცის გამოსაცხობად დაგჭირდებათ ღუმელი. ასევე, დაგჭირდებათ მიქსერი და მაცივარი, სადაც შეინახავთ ინგრედიენტებს. საჭიროა ყალიბები, რომლებშიც პიცები გამოცხვება; ავტომობილი, რომლითაც პიცებს კლიენტებს მიაწვდით და მაგიდა, სადაც მათ მოამზადებთ.

გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ საზეიმო გახსნა და რამდენიმე მარკეტინგული აქტივობა, რომელიც ასევე თქვენთვის ხარჯი იქნება.

გამოთვალეთ გაყიდული საქონლის ხარჯები (COGS) და საოპერაციო ხარჯები

გაყიდული საქონლის ღირებულება პირდაპირ დამოკიდებულია თავად გაყიდვაზე. მაგალითად, პიცის გაყიდვის ღირებულება არის პიცის წარმოებისთვის სასურსათო პროდუქტების ღირებულება, წარმოებაში დახარჯული შრომა და პროდუქტის მიწოდების ღირებულება.

საოპერაციო ხარჯები აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის, გაყიდული საქონლის ხარჯების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული საოპერაციო ხარჯები, ეს ხარჯები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად:

• ზედნადები ხარჯები (დენი, ბენზინი, ტელეფონი, წყალი, ნაგავი და ა.შ.)
• ხელფასი
• რეკლამა
• დაზღვევა
• იჯარა

საოპერაციო ხარჯები მუდმივია და იგივე რჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობის გაყიდვა გექნებათ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post