fbpx

Apple OS-ის უახლესი ბეტა ვერსიაში Face ID ნიღბითაც ამოგიცნობთ

ბეტა

Apple OS-ის უახლესი ბეტა ვერსიაში Face ID ნიღბითაც ამოგიცნობთ

Apple-მა ახლახან OS-ის ახალი ბეტა-ვერსიები გამოუშვა, რამაც მომხმარებლების დიდი ხნის ნანატრი ფუნქციები რეალობად აქცია. ახლა უკვე, IOS Beta 15.4 შესაძლებელს ხდის, განბლოკოთ თქვენი მობილური მაშინაც კი, როცა ნიღაბი გიკეთიათ. ამასთანავე, ბეტა 15.4 ვერსიები iPadOS-ისა და MacOS 12.3-ს უნივერსალური კონტროლის ფუნქციით უზრუნველყოფს.

აშკარა მიზეზების გამო, მობილურის განბლოკვა ნიღბის ტარების მომენტში პანდემიის დაწყების დღიდან ძალიან მოთხოვნადი ფუნქცია იყო. 2020 წლის აპრილში პირველად შეიქმნა ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა პაროლის შეყვანას ეკრანზე მაშინ, როცა ტელეფონი ნიღაბს შეამჩნევდა; ხოლო 2021 წლის თებერვალში iOS 14.5-ის დეველოპერის ბეტა პროგრამამ ტელეფონის განბლოკვა Apple Watch-ის მეშვეობით გახადა შესაძლებელი.

და მაინც, როგორ შეუძლია ახალ ფუნქციას მაშინაც კი ამოგვიცნოს, როცა ნიღაბი გვიკეთია?

ტელეფონი ამ შემთხვევაში აქცენტს თვალების ირგვლივ აკეთებს, რათა დადგინდეს, არის თუ არა პიროვნება სწორი მომხმარებელი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მთლიანი სახის დანახვის გარეშე, ფუნქცია ნაკლებად ზუსტი და, პოტენციურად, ნაკლებად უსაფრთხო იქნება.

ამასთანავე, როგორც აღვნიშნეთ, კომპანია საბოლოოდ გამოუშვებს უნივერსალური კონტროლის ბეტა ვერსიას. ეს ფუნქცია გასულ წელს დაანონსდა, მაგრამ მას შემდეგ შესამჩნევი შეფერხება დაფიქსირდა. ახლა უკვე იგი ხელმისაწვდომი იქნება გაზაფხულზე.

რას გულისხმობს უნივერსალური კონტროლი?

ფუნქცია Sidecar-ის ერთგვარი ალტერნატივაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია iPad-ს დამატებით ეკრანად აქცევს, უნივერსალური კონტროლი ავტომატურად გააზიარებს მაუსის კურსორს და კლავიატურას Mac-სა და iPad-ს შორის. მომხმარებელს ასევე შეუძლია აიღოს კონტენტი ერთ მოწყობილობაზე და გადაიტანოს ის მეორეში. გარდა ამისა, ახალი iOS მომხმარებლებს უამრავ ახალ ემოჯის სთავაზობს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post