fbpx

Galaxy მოწყობილობები ნაწილობრივ გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან დამზადდება

სამსუნგი

Galaxy მოწყობილობები ნაწილობრივ გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან დამზადდება

9 თებერვალს სამსუნგი Galaxy S-ის 2022 წლის ხაზს დააანონსებს და ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ახალი ტელეფონები ნაწილობრივ ახალი, უფრო მდგრადი მასალისგან იქნება დამზადებული. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ უახლეს მოწყობილობებს ოკეანეში არსებული ნარჩენი სათევზაო ბადეებისგან დაამზადებენ. ბრენდმა ასევე განაცხადა, რომ თავდაპირველად ამ მასალას რამდენიმე მოდელში გამოიყენებს, შემდეგ კი მას სრულად დანერგავს ყველა მოწყობილობაში.

სამსუნგი პლასტმასის ბოთლებსა და პარკებს ოკეანის მთავარ დამაბინძურებლად მიიჩნევს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ გადაგდებული სათევზაო ბადეები საზღვაო ბიოლოგებს ყველაზე მეტად აწუხებთ. მიტოვებული სათევზაო ხელსაწყოები ერთგვარად მოჩვენებით თევზაობას იწვევს – ფენომენს, როდესაც ეს იარაღები აგრძელებენ საზღვაო ცხოველების ხაფანგში გაბმას, რის მერეც ისინი კვდებიან. ამ ცხოველებს შორის არიან გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც, მაგალითად, როგორიცაა ჰავაის სელაპი. ცნობილია, რომ ყოველწლიურად 640 000 ტონაზე მეტი რაოდენობის სათევზაო ბადე იყრება ოკეანეებში და ის მზარდ პრობლემას წარმოადგენს.

აქვე გეტყვით, რომ სამსუნგი არ არის პირველი კომპანია, რომელიც ნარჩენებს თავის მოწყობილობების დასამზადებლად იყენებს. გასულ წელს Microsoft-მა ოკეანის პლასტიკური ნარჩენებისგან შექმნილი მაუსი გამოუშვა. Microsoft-ის მსგავსად, სამსუნგიც ოკეანის ნარჩენების გამოყენებით პოზიციონირდა, ეს კი ბრენდის მხრიდან ერთგვარი პასუხი იყო 2019 წელს, მომხმარებლებისა და გარემოსდამცველების ზეწოლაზე, რის მერეც კომპანიამ განაცხადა, რომ უფრო მდგრადი მასალების გამოყენებას დაიწყებდა თავისი მოწყობილობების დასამზადებლად.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post