fbpx

Intel ბიტკოინის მაინინგ ბიზნესში ერთვება

Intel

Intel ბიტკოინის მაინინგ ბიზნესში ერთვება

ცოტა ხნის წინ, Intel-მა თავისი ახალი გეგმის შესახებ დააანონსა: ის აპირებს სრულად მოიცვას ბლოკჩეინის ტექნოლოგია და, საბოლოოდ, ბიტკოინის მაინინგის პროცესში სრულიად ახალი ჩიპებით ჩაერთოს, რომლებიც ამ წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. ჩიპების გიგანტმა ასევე განმარტა, რომ მან ენერგოეფექტური აქსელერატორების გზამკვლევი შექმნა, რომლებიც 2022 წელს გამოვა.

და რადგან ზოგიერთი ბლოკჩეინი უზარმაზარ გამოთვლით ძალას მოითხოვს, კომპანია აპირებს, ყველაზე ენერგოეფექტური გამოთვლითი ტექნოლოგიების მასშტაბი გაზარდოს და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

ინტელის ამ ახალი პროდუქტის პირველი მომხმარებლები არიან: Argo Blockchain, BLOCK (ყოფილი Square) და GRID Infrastructure. ვინაიდან კომპანიის ახალი პროდუქტი სილიკონის პატარა ნაჭერზეა აწყობილი, ის მინიმალურ გავლენას მოახდენს Intel-ის სხვა პროცესორების ქმედუნარიანობაზე.

Intel Bonanza Mine ჩიპები

თავისი ახალი ბლოკჩეინის აპარატურის შესაქმნელად, ინტელმა შექმნა ახალი Custom Compute Group, რომელიც რაჯა კოდურის დაჩქარებული გამოთვლითი სისტემებისა და გრაფიკის (AXG) ბიზნეს განყოფილების ქვეშ იმუშავებს.

Tom’s Hardware-ის მოხსენების თანახმად, უკვე საკმაოდ ბევრია ცნობილი ჩიპების გიგანტის ახალი ბიტკოინის მაინინგ აპარატურის შესახებ. მაგალითად, ის რომ Intel უკვე გადავიდა მეორე თაობის Bonanza Mine ჩიპზე, რომელიც ცნობილია, როგორც BMZ2.

ამ ახალ ჩიპს აქვს სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც შექმნილია SHA-256 დამუშავების დასაჩქარებლად ბიტკოინის მაინინგისთვის ულტრა დაბალი ძაბვის პირობებში. სინამდვილეში, Intel ამტკიცებს, რომ ეს ენერგოეფექტური ჩიპები “1000-ჯერ უკეთ იმუშავებს თითო ვატზე, ვიდრე საშუალო GPU SHA-256-ზე დაფუძნებული მაინინგისთვის”.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ GPU-ები იშვიათად გამოიყენება SHA-256 მაინინგისთვის და როგორც წესი, ბიტკოინის მაინინგი სპეციალიზებულ პროცესორებზე, სახელწოდებით ASIC, ხდება. მიუხედავად ამისა, ASIC მოწყობილობები, როგორიცაა Antminer E9 Bitmain, ხშირად საკმაოდ ძვირია.

სავარაუდოდ, უფრო მეტს გავიგებთ Intel-ის შესვლის შესახებ ბიტკოინის მაინინგის ბიზნესში, როგორც კი მისი ახალი ჩიპები მომხმარებლებს ამ წლის ბოლოს მიეწოდებათ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post