fbpx

Instagram-ს ახალი ფუნქცია ემატება – რა უნდა ვიცოდეთ?

Instagram

Instagram-ს ახალი ფუნქცია ემატება – რა უნდა ვიცოდეთ?

Private Story Likes – ეს Instagram-ის ახალი ფუნქციაა, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, სხვისი სთორი მასთან მესიჯის გაგზავნის გარეშე მოიწონოთ. აქამდე სთორებზე რეაქციების გამოხატვისას მესიჯი პირად შეტყობინებებში იგზავნებოდა – ფაქტობრივად, რეაქციაც და წერილობითი შეტყობინებაც ერთნაირად მიდიოდა ექაუნთის მფლობელთან. ახლა კი მადლიერებისა თუ სხვადასხვა რეაქციის გამოხატვა აპლიკაციაში ბევრად მარტივი გახდა.

 

„სხვისი სთორის თვალიერებისას თქვენ შეტყობინების გაგზავნასა და პატარა ქაღალდის თვითმფრინავის ღილაკს შორის, გულის ნიშანს შენიშნავთ“, – თქვა ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ ვიდეოში. „საკმარისია ამ გულის ნიშანს შეეხოთ და თქვენ უკვე გამოხატული გექნებათ დადებითი რეაქცია სთორიზე. თქვენი ეს ქმედება არა საჯაროდ, არამედ მხოლოდ ექაუნთის მფლობელისთვის იქნება ხილვადი.” 

აღსანიშნავია, რომ სთორებს არ ექნება ლაიქების რაოდენობა, განსხვავებით Instagram-ის მომხმარებლების ძირითადი არხებისგან. მაგალითად, Instagram-მა (რომელიც ახლა Meta-ს ქოლგის ქვეშ ექცევა) ორ წელზე მეტი დახარჯა საჯარო პოსტების მოწონებების დამალვის ფუნქციის შესაქმნელად.

აქვე გეტყვით, რომ თქვენ ვერ ნახავთ მოწონებების საჯარო რაოდენობას, თუმცა, შეგიძლიათ ნახოთ, ვინ მოიწონა ის. ”გვინდოდა, დავრწმუნებულიყავით, რომ ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ მეტი მხარდაჭერა ერთმანეთის მიმართ, თანაც ისე, რომ თავიანთი პირადი შეტყობინებები ერთგვარად “გასუფთავებული” დატოვონ,” – თქვა მოსერიმ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post