fbpx

ხარვეზის შემდეგ, Slack-ის მუშაობა აღდგა

Slack

ხარვეზის შემდეგ, Slack-ის მუშაობა აღდგა

გუშინ Slack ხარვეზებით მუშაობდა, რის გამოც, ათასობით მომხმარებელს პლატფორმაზე წვდომა შეეზღუდა. სოციალურ მედიაში მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ სამუშაოსთან დაკავშირებულ მიმოწერებზე წვდომა არ ჰქონდათ. Down Detector-ის მონაცემების თანახმად, სერვისთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, 18:04 საათზე 4 589-მა პირმა განაცხადა. ეს მაჩვენებელი მალევე გაიზარდა 11 ათასამდე. თუმცა, მომხმარებელთა ნაწილს კვლავ შეეძლო სერვისთან დაკავშირება და შეტყობინებების გაგზავნა-მიღება.

ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა Slack-ის ჩატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს. მას შემდეგ რაც მეტი ინფორმაცია გვექნება, განახლებას შემოგთავაზებთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის’’, – ვკითხულობთ Slack Status 18:44 საათზე გამოქვეყნებულ ტვიტში.

21:09 საათისთვის კომპანიამ განაცხადა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა და ანგარიშზე პრობლემის კვლავ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლებს აპლიკაციის ან ქეშის (cache) გადატვირთვისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, თანაგუნდელებთან კომუნიკაციის სერვისს 156 000-ზე მეტი გადამხდელი კორპორაციული მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის არიან Airbnb, Pinterest, Shopify, Instacart, Robinhood და სხვები. გასულ წელს, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კომპანიებმა დისტანციურად მუშაობა დაიწყეს, აღნიშნული რიცხვი 42%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფისებში მუშაობა თანდათან აღდგა, Slack-ის სერვისზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post