fbpx

რა შეზღუდვები დააწესა Apple-მა რუსეთისთვის

Apple-მა

რა შეზღუდვები დააწესა Apple-მა რუსეთისთვის

რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიური კომპანიების საპასუხო რეაქციას Apple-იც შეუერთდა. უკრაინის ხელისუფლებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, Apple-მა რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვა შეაჩერა.

,,ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის უკრაინაში შეჭრით და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალადობის შედეგად ზარალდება. შეჭრის საპასუხოდ, არაერთი ზომა მივიღეთ – შევაჩერეთ ყველა პროდუქტის გაყიდვა რუსეთში; RT News და Sputnik News აღარ არის ხელმისაწვდომი App Store-ზე  რუსეთის ფარგლებს გარეთ’’, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამის გარდა, Apple-მა უკრაინის მოქალაქეების უსაფრთოების დაცვის მიზნით, ქვეყნის ტერიტორიაზე Apple Maps-ში მოცემული გზებზე არსებული მდგომარეობისა და მოძრაობის რუკაზე რეალურ დროში ჩვენება შეზღუდა.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რუსული ბანკების მიმართ დაწესებული სანქციების გამო მათი მომხმარებლები გადახდების ნაწილში შეზღუდვებს წააწყდნენ – ისინი Apple Pay სერვისს ვეღარ გამოიყენებენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს ღია წერილი მისწერა. გამოქვეყნებულ ტვიტში ის ტიმ კუკს მოუწოდებდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაეწესებინა და აშშ-ის მთავრობის მიერ მიღებული სანქციების პაკეტისთვის მხარი დაეჭირა.

მთელი მსოფლიო სანქციების დაწესებით უწევს წინააღმდეგობას აგრესორსმტერმა მნიშვნელოვანი ზარალი უნდა განიცადოს. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება – 2022 წელს, თანამედროვე ტექნოლოგია ალბათ საუკეთესო პასუხია ტანკებზე, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა (GRAD) და რაკეტებზე. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ Apple-ის მომსახურებებისა და პროდუქტების მიწოდება რუსეთის ფედერაციაში, App Store-ზე წვდომის დაბლოკვის ჩათვლით!’’, – აცხადებდა ფედოროვი.  

რუბრიკის წარმდგენია

Share this post