fbpx

Facebook ჯგუფების ადმინებისთვის ახალ ფუნქციებს ამატებს

Facebook

Facebook ჯგუფების ადმინებისთვის ახალ ფუნქციებს ამატებს

ცოტა ხნის წინ Facebook-მა ახალი ფუნქციების შესახებ დააანონსა, რომლებიც ჯგუფის ადმინისტრატორებს დაეხმარებათ, დაიცვან ჯგუფში მიმდინარე პროცესები და შეამცირონ დეზინფორმაცია. უფრო კონკრეტულად კი, Meta-მ დაამატა ადმინისტრატორებისთვის ავტომატური უარის თქმის შესაძლებლობა შემომავალ შეტყობინებებზე, რომლებიც იდენტიფიცირებულია და ცხადად ჩანს, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას შეიცავს.

კომპანია ასევე აფართოებს თავის „mute“ ფუნქციას და მას ემატება “suspend” ფუნქცია, რომელიც ადმინისტრატორებისთვის შესაძლებელს ხდის, დროებით შეაჩერონ მონაწილეებს აქტივობა ჯგუფში – მათი მხრიდან კომენტარის დაწერა, რეაქციის გამოხატვა, ჯგუფურ მიმოწერებში მონაწილეობა და სხვა. ახალი ფუნქცია შექმნილია იმისთვის, რომ ადმინისტრატორებს გაუადვილდეთ მათ ჯგუფებში ინტერაქციის მართვა და არასასურველი მომხმარებლების შეზღუდვა.

გარდა ამისა, ადმინებს ახლა შეუძლიათ, ავტომატურად დაეთანხმონ ან უარყონ ჯგუფში წევრების დამატების მოთხოვნებს მათ მიერვე დაყენებული კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე განახლდება ჯგუფის „ადმინისტრატორის მთავარი“ გვერდი, რომელიც ამიერიდან მოიცავს მიმოხილვის განყოფილებას, რათა ადმინისტრატორებს სასწრაფო საკითხების გადახედვა გაუადვილდეთ.

Facebook-მა დაამატა ადმინებისთვის მოწვევის გაგზავნის შესაძლებლობა ელ.ფოსტით, რათა მომხმარებლები თავიანთ ჯგუფში მოიწვიონ. ჯგუფებს ასევე დაემატა QR კოდები, რომლებსაც ადმინისტრატორები ჩამოტვირთავენ და გააზიარებენ როგორც სურთ – მათ შორის, ოფლაინში. როდესაც ვინმე QR კოდს დაასკანირებს, ის გადამისამართდება ჯგუფის “შესახებ” გვერდზე, საიდანაც ჯგუფში გაწევრიანებას შეძლებს.

ახალი ცვლილებები გლობალურად ყველა მომხმარებლისთვის გავრცელდება.

განახლების მიზეზი Facebook-ისთვის იყო ის, რომ ხშირად ჯგუფებში სახიფათო შინაარსის ინფორმაციები უკონტროლოდ ვრცელდება (მათ შორის ჯანმრთელობის დეზინფორმაცია, ანტიმეცნიერული მოძრაობები, შეთქმულების თეორიები და ა.შ). ახლადგამოცხადებული ფუნქციები კი ფოკუსირებულია ამ საკითხების გადაჭრასა და ადმინისტრატორებისთვის მეტი კონტროლის მოპოვებაზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post