fbpx

Facebook რუსი ჯარისკაცებისა და პუტინის მიმართ ძალადობის ენას არ შეზღუდავს

Facebook

Facebook რუსი ჯარისკაცებისა და პუტინის მიმართ ძალადობის ენას არ შეზღუდავს

Meta ზოგიერთ ქვეყანაში Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის ენით იმეტყველონ. გარდა ამისა, მომხმარებლებს თავისუფლად შეეძლებათ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ან ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის სურვილის შესახებ დაწერონ.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, როგორიცაა ძალადობრივი მეტყველება (მაგალითად, „სიკვდილი რუს დამპყრობლებს“). თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ დავუშვებთ მსგავს მოწოდებებს რუსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ“, – ნათქვამია მეტას სპიკერის განცხადებაში.

რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების პოლიტიკის დროებითი ცვლილებები ეხება: სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.

ბევრმა მსხვილმა სოციალურმა პლატფორმამ მსოფლიო მასშტაბით კონტენტის შეზღუდვები გამოაცხადა კონფლიქტის გარშემო – მაგალითად, ევროკავშირში რუსული სახელმწიფო მედია RT და Sputnik დაიბლოკა.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე Reuters-ის სიუჟეტზე დაყრდნობით, რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში  ვაშინგტონს მეტას “ექსტრემისტული მოქმედებების” შეწყვეტა მოსთხოვა.

„მეტას აგრესიული და კრიმინალური პოლიტიკა, რომელიც იწვევს რუსების მიმართ სიძულვილისა და მტრობის გაღვივებას, აღმაშფოთებელია“, – აცხადებენ საელჩოში. „კომპანიის ქმედებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა საინფორმაციო ომის შესახებ ჩვენს ქვეყანაში.”

რუსეთმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ბლოკავს ფეისბუქს და მის პლატფორმებს, 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული Facebook-ის მიერ რუსული მედიის მიმართ „დისკრიმინაციის“ 26 შემთხვევის მოტივით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post