Youtube რუსულ მედიასთან დაკავშირებულ კონტენტს კრძალავს
YouTube ამიერიდან თავის პლატფორმაზე მკაცრად აკრძალავს რუსულ სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებულ კონტენტს, განაცხადა კომპანიამ პარასკევს, დეზინფორმაციის შეზღუდვისა და “სანდო” საინფორმაციო წყაროების პრიორიტეტად მინიჭების მიზნით.
„ჩვენმა გუნდებმა წაშალეს 1000-ზე მეტი არხი და 15000-ზე მეტი ვიდეო არამხოლოდ ჩვენი სიძულვილის ენის პოლიტიკის დარღვევის გამო, არამედ დეზინფორმაციის, გრაფიკული კონტენტისა და სხვა პოლიტიკური დარღვევების გამო“, – წერს კომპანია ტვიტერზე.
1/ Our Community Guidelines prohibit content denying, minimizing or trivializing well-documented violent events. We are now removing content about Russia’s invasion in Ukraine that violates this policy. https://t.co/TrTnOXtOTU
— YouTubeInsider (@YouTubeInsider) March 11, 2022
თუმცა მანამდე, 1 მარტს YouTube-მა გამოაცხადა, რომ რუსულ არხებს (RT და Sputnik) სრულად წაშლიდა, რადგან ისინი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საინფორმაციო მედიაა. ასევე, შეაჩერებდა ყველა რეკლამას და რეკომენდაციას რუსეთის მიერ დაფინანსებული ნებისმიერი მედია არხისთვის.
აქვე გეტყვით, რომ YouTube-მა ასევე შეაჩერა რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კონტენტის მონეტიზაციის ყველა ფორმა. Youtube იმედოვნებს, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის დაბლოკვის არჩევანი უფრო მეტ ადამიანს შეუქმნის შესაძლებლობას, სანდო ინფორმაცია მიიღოს.
Youtube-თან ერთად, გლობალურად, სხვა კომპანიებმაც, მათ შორის Meta-მ, Twitter-მა და TikTok-მა, გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინათ დეზინფორმაციის გავრცელება მათ პლატფორმებზე,.
ასევე შეგახსენებთ, რომ სათამაშო დეველოპერებმა, როგორიცაა Microsoft და Sony, შეწყვიტეს პროდუქტების გამოშვება რუსულ ბაზარზე, ხოლო სერვისის აპლიკაციებმა, როგორიცაა Paypal და Airbnb, მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ თავიანთი შეთავაზებები რუსეთში. ეს გადაწყვეტილებები აუცილებლად მოახდენს გავლენას რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში, ისევე, როგორც საზღვარგარეთ მყოფებზე – ბევრი მათგანი გლობალური სანქციების გამო ფულზე ან ინფორმაციაზე წვდომის გარეშე რჩება.