Twitter-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, Gif-ები აპს-შიდა კამერიდან შექმნან
სულ ცოტა ხნის წინ Twitter-მა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო: მის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, შექმნან GIF-ები პირდაპირ აპს-შიდა კამერიდან iOS-ზე. ახალი ფუნქცია Twitter-ის აუდიტორიას მისცემს შესაძლებლობას, გრძელი ვიდეოების ატვირთვას აარიდონ თავი და სასურველი მომენტები პირდაპირ ატვირთონ.
თუ გსურთ გქონდეთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ერთ-ერთი ასეთი GIF, აი, მაგალითიც:
— Jay Peters (@jaypeters) March 22, 2022
GIF-ის ჩაწერა მარტივია. ამისათვის საჭიროა, iOS-ის აპლიკაციაში ახალი ტვიტის ღილაკს დააჭიროთ, შემდეგ იმ ღილაკს, რომლიდანაც ფოტოს/ვიდეოს ატვირთვა შეგიძლიათ, შემდეგ კი – კამერის ხატულას. მაშინ, როდესაც დარწმუნდებით, რომ GIF რეჟიმზეა გადაყვანილი კამერა, დააჭერთ ჩაწერის ღილაკს და ცოტა ხნით დააყოვნებთ.
თუმცა, როგორც GIF-ების უმეტესობა ტვიტებში, მათ პლატფორმიდან მარტივად ვერ გადააზიარებთ. თუ დააწკაპუნებთ GIF-ზე მაუსის მარჯვენა ღილაკით, მხოლოდ „Gif მისამართის კოპირების“ ვარიანტს იხილავთ – ანუ GIF-ის შენახვა თქვენს კომპიუტერში ან ტელეფონში შეუძლებელია.
ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ iOS-ზე. კითხვაზე, გამოვა თუ არა ეს ფუნქცია Android-ზე, Twitter-ის სპიკერმა სტეფანი კორტეზმა თქვა, რომ კომპანია დააკვირდება, როგორი გამოხმაურება ექნება ახალ ფუნქციას და შემდეგ უკვე გადაწყვეტს, სცადოს თუ არა ეს Android-ზეც – შესაბამისად, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.