fbpx

TikTok ფუნქცია ,,Watch History’’-ს ტესტავს

TikTok

TikTok ფუნქცია ,,Watch History’’-ს ტესტავს

სოციალური ქსელი TikTok ტესტავს ახალ ფუნქციას სახელწოდებით ,,Watch History’’, რომელიც მომხმარებლებს წვდომას მისცემს იმ კონტენტზე, რომელიც აპლიკაციაში ბოლო პერიოდში იხილეს. სიახლე თავდაპირველად ტვიტერის მომხმარებელმა Hammoda Oh-მ დააფიქსირა. მის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. სქრინშოტი გვიჩვენებს, რომ ღილაკი ,,Watch History’’ ხელმისაწვდომია აპლიკაციის პარამეტრების განყოფილება ,,Content and Activity’’-ში. გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის ხილვა 7 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

tiktok

ამ დროისთვის, ფუნქციის სატესტო ვარიანტი მხოლოდ ზოგიერთი მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი და კომპანია არ აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ტესტირების გაფართოებას. უცნობია ისიც, როგორ გამოიყურება განყოფილება ,,Watch History’’.

აღსანიშნია, რომ ამ ფუნქციის წარდგენამდე მომხმარებლებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ შესაძლებლობა მათ ,,For You’’ გვერდზე გამოჩენილი ვიდეოები კვლავ ეხილათ ან ეპოვათ იმ დროს, თუ გვერდს შემთხვევით განაახლებდნენ და კონტენტის მოწონებას ვერ მოასწრებდნენ (მოწონებული ვიდეოები შესაბამის განყოფილებაში ინახება). საერთო პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ რამდენიმე ხერხიც კი მოძებნეს. ერთ-ერთი მათგანის სასწავლებლად TikTok-ის მომხმარებელმა ,,rachforaday’’ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია ნაბიჯები – ბოლო 7 დღის განმავლობაში ნანახი კონტენტის მოსაძებნად, საჭიროა ,,Discover’’ გვერდზე გადასვლა, საძიებო ველში სიმბოლოს ,,*’’ ჩაწერა და შემდეგ ძიების ფილტრების ჩანართში ღილაკზე ,,watched videos” დაჭერა. ამ მეთოდის გარდა, მომხმარებლებს ასევე შეეძლოთ აპლიკაციაში მათ შესახებ შეგროვებული მონაცემების სრულად ჩამოტვირთვა და Zip ფაილში სასურველი ვიდეოს მოძებნა. თუმცა, ცხადია, ორივე მათგანი ადამიანებისგან საკმაოდ დიდი დროის დათმობას მოითხოვდა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post