fbpx

Instagram სოციალურ მოძრაობებთან დაკავშირებულ ფუნქციას ამატებს

Instagram სოციალურ მოძრაობებთან დაკავშირებულ ფუნქციას ამატებს

Instagram ტესტავს ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს სოციალური მოძრაობების აღმოჩენასა და მხარდაჭერას გაუადვილებს პირდაპირ ჰეშთეგების საშუალებით.

მას შემდეგ რაც ჰეშთეგის გვერდზე გადახვალთ, შეგიძლიათ აირჩიოთ „მხარდაჭერის“ ველი მოძრაობის შესახებ მეტის გასაგებად. აქვე არის ღილაკი “Spread the Word”, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ჰეშთეგის გვერდი თქვენს მეგობრებს DM-ის საშუალებით გაუზიაროთ. კომპანია ამბობს, რომ ახალი ფუნქცია ასევე გააადვილებს ამ მიზეზების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ღილაკის “Create a Fundraiser” საშუალებით, რომელიც მოძრაობას ფულის შეგროვებაში დაეხმარება.

„დღეს ვიწყებთ ახალი ფუნქციის გამოცდას, რომელიც ეხმარება ადამიანებს, იპოვონ და მხარი დაუჭირონ სოციალურ მოძრაობებს Instagram-ზე“, – ნათქვამია კომპანიის ბლოგ პოსტში. „ადამიანები ხშირად შედიან ინსტაგრამზე თავიანთი ხმის ასამაღლებლად და საზოგადოებების გასაერთიანებლად. მათ სურთ, მხარი დაუჭირონ იმ საკითხებს, რომელთა შესახებაც ისმენენ ინსტაგრამზე და ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს ღონისძიებების გასატარებლად – ეს განახლებები გაადვილებს ამ ყველაფრის გაკეთებას.

კომპანიის ახალი ფუნქციით შესაძლებელი იქნება ისეთი ჰეშთეგების შერჩევა, როგორებიცაა: #BlackLivesMatter, #womensrights და #climatecrisis. Instagram ამბობს, რომ მან გაიარა კონსულტაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის NAACP, GLAAD, AAJC, Hispanic Heritage Foundation და Illuminative ჰეშთეგების საწყისი სიის შესარჩევად. Instagram გეგმავს გააგრძელოს მუშაობა ორგანიზაციებთან ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post