fbpx

ბიომეტრიული უსაფრთხოება ფინტექ სექტორში

ფინტექ

ბიომეტრიული უსაფრთხოება ფინტექ სექტორში

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბიომეტრია დიდ ნაბიჯებს დგამს ტრადიციულ, ციფრულ ფინანსურ სერვისებში. მხოლოდ ბიომეტრიას შეუძლია, უზრუნველყოს უსაფრთხოების მაღალი დონე, რომელსაც ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ითხოვენ.

Business Performance Innovation Network-ისა და CMO საბჭოს ახალი ანგარიშის მიხედვით, ბიზნესები, რომლებიც უსაფრთხო ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ზომების ნაცვლად, პაროლებს ეყრდნობიან, მალე მომხმარებლებს დაკარგავენ. რეალურად, მომხმარებელთა 81% აქტიურად ეძებს ბრენდებს, რომლებიც მყისიერ იდენტიფიკაციას ან ავთენტიფიკაციის გამოცდილებას უზრუნველყოფენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულსა და სხვა ფინანსურ ინფორმაციას ეხება.

ფინტექის წარმატების ისტორია ონლაინ ბანკინგის სფეროში

თურქულმა ბანკმა Garanti BBVA-მ სახის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება დაიწყო ახალი ონლაინ კლიენტების ანგარიშების გასახსნელად. მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, გამოეყენებინათ საკუთარი მოწყობილობები ახალი ანგარიშების უსაფრთხოდ გასახსნელად.

ეს არის ტენდენცია, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო აქტიურად ვიხილავთ 2022 წელს. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად მუშავდება ახალი, საინტერესო აპლიკაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის უკეთესი ბიომეტრიული უსაფრთხოების მიწოდებას. ამ გადაწყვეტილებების გამოყენების სიმარტივე და უსაფრთხოება მიმზიდველი უნდა იყოს ფინტექ კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფინანსური სერვისების ანგარიშების გატეხვა სულ უფრო გავრცელებული ხდება. ბიომეტრიას კი, როგორიცაა სახის ამოცნობა, შეუძლია, დაიცვას ეს.

Fintech და პაროლის გამოყენების შეზღუდვები

პაროლებს მარტივად იპარავენ, რადგანაც მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან,  პაროლები ხელახლა გამოიყენონ ონლაინ სერვისებში. ეს ფაქტი გასაგებია – პაროლები ძნელად დასამახსოვრებელია.

მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც თაღლითი ანგარიშს გატეხავს და პაროლს გაიგებს, მას შეეძლება, იმავე მომხმარებლის სახელითა და პაროლით დაცული მრავალი სხვა ანგარიშის განბლოკვაც. სწორედ ამიტომაა საჭირო, მომხმარებელს უსაფრთხოების სხვა ვარიანტიც ჰქონდეს, მაგალითად, როგორიცაა ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია.

ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია და ფინტექ უსაფრთხოება

ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია არის მომხმარებლის იდენტობის გადამოწმების მეთოდი შემდეგი ფაქტორებით: თითის ანაბეჭდი, სახის თვისებები, ირისის სტრუქტურა ან ქცევა. ეს ფაქტორები შეიცავს უნიკალურ მონაცემებს, რომელთა გამეორება შეუძლებელია.

ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია შეიძლება დაეხმაროს ფინტექის ფირმებს უსაფრთხოების გაძლიერებაში; სახის ან თითის ანაბეჭდის ამოცნობის ან სხვა ბიომეტრიული მოდალობის ინტეგრირებით ფინტექ აპლიკაციაში. შედეგად, კლიენტები იგრძნობენ, რომ მათი ინფორმაცია უფრო უსაფრთხოა და არ უნდა შეწუხდნენ სხვადასხვა პაროლის დიდი რაოდენობით დამახსოვრებაზე.

მიუხედავად ყველა სარგებლისა, ბიომეტრიის გარკვეული ფორმები, განსაკუთრებით სახის ამოცნობა, ბოლო დროს კრიტიკის ქვეშ მოექცა, როგორც კონფიდენციალურობის დარღვევა. „სახის ანაბეჭდი“ ხომ პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და ბევრ ადამიანს არ აწყობს მათი ანაბეჭდების გამოყენება/გაზიარება თანხმობის გარეშე. ერთგვარად, ეს ხერხი აუქმებს ანონიმურობას, რომელსაც ბევრი ადამიანი საჯარო ადგილებში იყენებს.

სახის ამოცნობის განხორციელების გასაღები არის ამის გაკეთება რამდენიმე დამცავი მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის ყველაზე მკაფიო ვარიანტების გამოყენებით. მაგალითად, თუ თქვენ ახორციელებთ ბიომეტრიულ ავთენტიფიკაციას თქვენს ფინტექ აპში, დარწმუნდით, რომ მომხმარებლებს აქვთ რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც მოიცავს როგორც სახის ამოცნობის მექანიზმს, ისე პაროლს ან ავთენტიფიკაციის სხვა ფორმას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრი მომხმარებელი ამ ვარიანტს აირჩევს, მაგრამ მისი შეთავაზება მაინც მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, გეტყვით, რომ ავთენტიფიკაციის გამარტივება და გაუმჯობესება ისეთი გზით, როგორიცაა ბიომეტრია, შეიძლება იყოს გასაღები თქვენი ფინტექ ბიზნესის ზრდისა და მომხმარებელთა ლოიალობის გასაძლიერებლად.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post