fbpx

როგორ განვსაზღვროთ პროდუქტის ღირებულება?

ღირებულება

როგორ განვსაზღვროთ პროდუქტის ღირებულება?

იზრდება თქვენი გაყიდვების მოცულობა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოგება არ გაქვთ? ან იქნებ შესანიშნავ პროდუქტს აწარმოებთ, მაგრამ გაყიდვები მაინც არ იზრდება? ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, პრობლემა ფასების სტრატეგიასთან გქონდეთ. პროდუქტის ღირებულება გავლენას ახდენს როგორც თქვენს მთლიან მოგებიანობაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ არის თქვენი კომპანია პოზიციონირებული და აღქმული ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ იმისთვის, რომ თქვენი კომპანია წარმატებული იყოს.

არსებობს რამდენიმე საკვანძო ნაბიჯი, რომელსაც მეწარმეებმა უნდა გაითვალისწინონ, თუკი სურთ, რომ სწორი მიდგომით იხელმძღვანელონ პროდუქტის ღირებულების განსაზღვრისას.

გამოთვალეთ თქვენი პირდაპირი ხარჯები

პირდაპირი ხარჯები მოიცავს ნედლეულის ღირებულებას, მათ შორის გადასახადს, ტვირთის ან გადაზიდვის ხარჯებს, პლუს შრომის ხარჯები, რომლებიც გაწეულია პროდუქტის წარმოებისთვის ან მომსახურების მიწოდებისთვის.

გამოთვალეთ გაყიდული საქონლის ღირებულება ან გაყიდვის ღირებულება

გაყიდული საქონლის ღირებულება ან გაყიდვის ღირებულება წარმოადგენს პროდუქტის წარმოების ან მომსახურების მიწოდების ღირებულებას, რომელიც მზად არის გასაყიდად.

თუკი მეწარმე ხართ ან საცალო ვაჭრობაში საქმიანობთ, „გაყიდული საქონლის ღირებულება“ მოიცავს თქვენს პირდაპირ ხარჯებს პლუს სხვა ხარჯებს, როგორიცაა ზოგადი მარაგი, ტვირთის გადაზიდვა და ქარხნის ზედნადები, რომლებიც გაწეულია პროდუქტის წარმოებისა და მიწოდებისთვის. თუ თქვენ ხართ გადამზიდი ან საბითუმო მოვაჭრე, თქვენი “გაყიდვის ღირებულება” მოიცავს თქვენს პირდაპირ ხარჯებს პლუს სხვა ხარჯებს, როგორიცაა შრომის და აღჭურვილობის ხარჯები და დაწესებულებების ხარჯები (მაგ: საწყობი ან ავტოფარეხი).

საბითუმო მოვაჭრე/დისტრიბუტორისთვის, გაყიდვების ღირებულება მოიცავს მწარმოებლისგან პროდუქციის შეძენის ხარჯებს, პლუს შრომისა და ამორტიზაციის ხარჯებს, რომლებიც თქვენ გაწეული გაქვთ პროდუქტის დასამუშავებლად, შესანახად და თქვენი საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად.

გამოთვალეთ ნულოვანი მოგების წერტილი

ბიზნესის მფლობელთა უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული სხვა დანახარჯები, რომლებიც მათ უნდა აანაზღაურონ პროდუქტის ან სერვისის გაყიდვისას – მაგრამ ისინი ყოველთვის არ აფასებენ ზედნადების ხარჯებს, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მოგებიანობაზე.

ეს მოიცავს ბიზნესის წარმართვისა და ბაზარზე გასვლის ხარჯებს, მიუხედავად თქვენი წარმოებისა თუ გაყიდვების მოცულობისა. ზედნადებს, როგორც წესი, მოიხსენიებენ, როგორც „ფიქსირებულ ხარჯებს“, რადგან ეს ხარჯები არ იზრდება (ან მცირდება). თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს არაპირდაპირი ხარჯები, რათა ზუსტად გამოთვალოთ ნულოვანი მოგების წერტილი (როდესაც დანახარჯი და მოგება ერთმანეთს უტოლდება).

არაპირდაპირი ფიქსირებული ხარჯების მაგალითები (ასევე მოხსენიებული, როგორც ზედნადები) მოიცავს  ზოგად და ადმინისტრაციულ ხარჯებს, როგორიცაა:

• ოფისის თანამშრომლების ხელფასები და შეღავათები
• მარკეტინგი და რეკლამა
• ქირა ან იპოთეკა და ქონების გადასახადი
• ამორტიზაცია (საოფისე ტექნიკა)
• დაზღვევა და პროფესიული გადასახადები

შეისწავლეთ კონკურენტები

იმის გამო, რომ თქვენი კონკურენტების ფასებს შეიძლება, პირდაპირი გავლენა ჰქონდეს იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი ბიზნესი, მოგიწევთ, კარგად შეისწავლოთ მათი სპეციფიკა. გაიგეთ ყველაფერი, რასაც ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ, დააკვირდით მათ ფასებს და მომსახურების ხარისხს. ეს ტექნიკა მოგცემთ იდეებს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტი/მომსახურება და რა ოდენობის მარჟა უნდა დააწესოთ მათზე.

რეგულარულად გადახედეთ თქვენს ფასებს

ბიზნეს გარემო მუდმივად იცვლება და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მიზნებზე. წლიური ბიუჯეტის დაწესება კარგი ვარიანტია იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს თქვენი ხარჯები, შენატანი, ენერგია, შრომა, საპროცენტო განაკვეთები, გადასახადები და სხვა.

თუ თქვენ გაზრდით ფასებს, კარგი იქნება, პირადად აუხსნათ თქვენს მომხმარებლებს მიზეზები. აცნობეთ მათ, რომელი ხარჯები გაიზარდა თქვენთვის და რატომაა ღირებულების ზრდა საჭირო. ხოლო, თუ რამდენიმე წლის განმავლობაში ფასის ზრდა არ გქონიათ, შეახსენეთ მათ ამის შესახებ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post