რა არის ტელემედიცინა?
ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სპეციალისტებს, შეაფასონ, დაადგინონ და უმკურნალონ პაციენტებს დისტანციურად სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიდგომამ დიდი ევოლუცია განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ბევრ ქვეყანაში ის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
ისტორია
იმას, რასაც ჩვენ დღეს ტელემედიცინას ვუწოდებთ, 1950-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც რამდენიმე ჰოსპიტალურმა სისტემამ და საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრმა ინფორმაციისა და სურათების ტელეფონით გაზიარების გზების ძიება დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი წარმატება პენსილვანიის ორმა ჯანდაცვის ცენტრმა მოიპოვა, რომლებმაც რენტგენოლოგიური სურათების ტელეფონით გაგზავნა შეძლეს.
ადრეულ პერიოდში ტელემედიცინა ძირითადად იმისთვის გამოიყენებოდა, რომ ექიმებს, რომლებიც ერთ ლოკაციაზე პაციენტებთან მუშაობდნენ, სპეციალისტებთან დაკავშირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამან დიდი სარგებელი მოუტანა სოფლად მყოფ მოსახლეობას, სადაც სპეციალისტები ხშირად საერთოდ არ არიან ახლომახლო.
ინტერნეტის ეპოქის აღზევებამ თან მოიტანა დიდი ცვლილებები ტელემედიცინის პრაქტიკაში. ჭკვიანი მოწყობილობების გავრცელებამ, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოგადაცემა, პაციენტებს დისტანციური ჯანდაცვის შესაძლებლობა გაუხსნა თავიანთ სახლებში, სამუშაო ადგილებსა ან დამხმარე საცხოვრებელ ობიექტებში, როგორც პირველადი და სპეციალიზებული ზრუნვის პირადი ვიზიტების ალტერნატივა.
ტელემედიცინის უპირატესობები
ტელემედიცინის საშუალებით შეგიძლიათ, რეალურ დროში განიხილოთ სიმპტომები, სამედიცინო საკითხები ჯანდაცვის პროვაიდერთან ვიდეოს, ონლაინ პორტალების და ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. ტელემედიცინის გამოყენებით, შეგიძლიათ, მიიღოთ დიაგნოზი, გაიგოთ თქვენი მკურნალობის ვარიანტები და მიიღოთ დანიშნულება. საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის პროვაიდერებს შეუძლიათ, დისტანციურად აკონტროლონ სამედიცინო მოწყობილობების მონაცემები, რათა თვალი ადევნონ თქვენს მდგომარეობას.
ტელემედიცინა არ საჭიროებს მნიშვნელოვან ხარჯებს, გარდა ვებ კამერისა და პაციენტის უსაფრთხო პორტალისა, რომელიც ექიმს აკავშირებს დაცულ ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერების მონაცემთა ბაზასთან ონლაინ რეჟიმში. ამ ტიპის სისტემა უზრუნველყოფს ტელემედიცინის ზარის დროს განხილული პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას და ასევე უზრუნველყოფს მკურნალ კლინიცისტს საჭირო სამედიცინო ჩანაწერების შესანახად.
ისინი, ვინც მხარს უჭერენ ტელემედიცინის გამოყენებას, მიუთითებენ მის მოხერხებულობაზე, ლოდინის დროის შემცირებაზე, მაღალი ხარისხის სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, ასევე მის დაბალ ღირებულებაზე სხვა სამედიცინო კონსულტაციების უმეტესობასთან შედარებით. გარდა ამისა, პაციენტების ჩანაწერების ონლაინ ხელმისაწვდომობას აქვს პოტენციალი, გახადოს პაციენტის დანიშნულება უფრო საიმედო და ზუსტი.
შესაბამისად, ტელემედიცინის, როგორც პერსონალური ვიზიტების ალტერნატივის გამოყენებას აქვს მრავალი სარგებელი როგორც პაციენტებისთვის, ასევე პროვაიდერებისთვის.
პაციენტების სარგებელი:
• სამუშაოდან გათავისუფლების საჭიროების არარსებობა;
• მგზავრობის ხარჯებისა და დროის დაზოგვა;
• კონფიდენციალურობა;
• პოტენციურად გადამდები პაციენტების ზემოქმედების არარსებობა;
პროვაიდერების სარგებელი:
• გაზრდილი შემოსავალი;
• ნაკლები გამოტოვებული შეხვედრები და გაუქმებები;
• კერძო გადამხდელის ანაზღაურება;
ტელემედიცინის ტიპები
არსებობს სამი ტიპის ტელემედიცინა:
ინტერაქტიული მედიცინა: იგივე “ცოცხალი ტელემედიცინა”, ეს არის როდესაც ექიმები და პაციენტები ურთიერთობენ რეალურ დროში.
პაციენტის დისტანციური მონიტორინგი: ეს საშუალებას აძლევს მომვლელებს, დააკვირდნენ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ მობილურ სამედიცინო აღჭურვილობას, რათა შეაგროვონ ისეთი მონაცემები როგორებიცაა: არტერიული წნევა, სისხლში შაქრის დონე და ა.შ.
შენახვა და გაგზავნა: პროვაიდერებს შეუძლიათ გაუზიარონ პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაცია სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებს ან სპეციალისტებს.
და ბოლოს, ტელემედიცინა არ ნიშნავს იმას, რომ აღარასოდეს მოინახულებთ ექიმის კაბინეტს, მაგრამ ის ზოგიერთ შემთხვევაში ზრუნვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, მას ნამდვილად შეუძლია დაგეხმაროთ ექიმის მოსაცდელ ოთახში გატარებული დროის შემცირებაში.