როგორ შევქმნათ კორპორატიული კულტურა?
Global Startup Genome Ecosystem 2019-ის ანგარიშის მიხედვით, ყოველი 12 სტარტაპიდან 11 არსებობას წყვეტს. ეს შედეგი კი იმ გამოწვევებითაა განპირობებული, რომლებსაც სტარტაპები ყველაზე ხშირად აწყდებიან: დაფინანსება, მარკეტინგი და გუნდური თანამშრომლობის ნაკლებობა.
წარმატებული სტარტაპის შექმნა გულისხმობს სტრატეგიული მიზნების დასახვას, მათ დახვეწაზე აქტიურად მუშაობას, ბაზრის საფუძვლიან კვლევას, ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრას და თავად იმ საქმის სიყვარულს, რომელსაც სტარტაპი ემსახურება.
თუმცა, წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიის კულტურის შექმნა. კარგი კულტურა ფასდაუდებელი რამაა, რომელსაც თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება შეუძლია. კომპანიის კულტურაზე ზრუნვით, თანამშრომლები თავს დაფასებულად გრძნობენ და განვითარების/ზრდის შესაძლებლობის განცდა ეუფლებათ, რაც, საბოლოო ჯამში, უკეთეს თანამშრომლობასა და პროდუქტიულობას იწვევს.
როგორ უნდა შექმნან სტარტაპებმა კომპანიის კულტურა? საამისოდ ხუთ რჩევას გიზიარებთ:
ძირითადი ღირებულებების განსაზღვრა
სტარტაპის შექმნის პროცესში ყველაზე მშვენიერი ისაა, რომ თქვენ ბიზნესგადაწყვეტილებებს მართავთ და კომპანიის კულტურისკენ მიმავალ გზას იკვლევთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, კარგად დააკვირდეთ და განსაზღვროთ სტარტაპის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც შეიძლება,მოიცავდეს: სტრატეგიულ აზროვნებას, გარემოს მართვას, პრობლემების შემოქმედებითი გზებით გადაჭრას, ღია კომუნიკაციას ან ინოვაციურ ლიდერობას. სხვა კომპანიებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება ასევე ხშირად გვეხმარება ამჟამინდელ კომპანიაში ჭკვიანურად განვსაზღვროთ საკუთარი ღირებულებები.
თანამშრომლების ღირებულებებზე დაყრდნობით აყვანა
სწორი ადამიანების სწორ როლზე აყვანა გავლენას ახდენს თქვენი კომპანიის კულტურაზე, პროდუქტიულობასა და საბოლოო შედეგზე. ბევრი კომპანია აქტიურად მიმართავს ღირებულებებზე დაფუძნებულ რეკრუტირებას, რომელიც პრიორიტეტს კანდიდატის სპეციფიკურ აღქმებს, რწმენასა და მიზნებს ანიჭებს. კადრების მსგავსი გზით აყვანა ექვემდებარება კანდიდატის უნარს, იფიქროს სტრატეგიულად, ხელი შეუწყოს გრძელვადიან წარმატებას, ინოვაციას და წინსვლას.
გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის სარგებელი პოზიტიური კულტურის ასაშენებლად
დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ბიზნესი გადადის დისტანციურიდან ჰიბრიდულ გრაფიკზე და ამ ცვლილების დროს თანამშრომელთა სამუშაო პროცესში ჩართულობა ბიზნესის ახალ გრაფიკთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ახლა, როგორც არასდროს, არსებობს თანამშრომელთა ჩართულობაზე ორიენტირებული მრავალი პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს, დაუკავშირდნენ, ესაუბრონ და მოუსმინონ თავიანთ თანამშრომლებს. დისტანციურ რეჟიმში მსგავსი აქტივობები გადამწყვეტია გუნდის ერთიანობის შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღიარება/დაფასებაც. გუნდების მოტივირებით, რომ საჯაროდ დააფასონ ერთმანეთი, ისინი უფრო პროდუქტიულები რჩებიან.
დაუღალავი მუშაობის, მოლოდინებისა და სტრესის გამო სტარტაპის თანამშრომლები ხშირად განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, იქნება ეს შფოთვა თუ დეპრესია. სწორედ ამიტომ, კომპანიები დღესდღეობით სულ უფრო აქტიურად ზრუნავენ თავიანთი თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც გუნდს ასევე უჩენს დაფასების შეგრძნებას.
კიდევ ერთი გზა, რომლითაც კომპანიებმა შეიძლება ხელი შეუწყონ სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსს, არის სამუშაო ადგილისადმი მეტი მოქნილობის შეთავაზება. კომპანიები, რომლებიც თავიანთი ამჟამინდელი და მომავალი თანამშრომლების ოჯახურ და პირად ცხოვრებას ითვალისწინებენ, სულ უფრო სასურველი ბიზნესები ხდებიან.
დარწმუნდით, რომ სარგებელი შეესაბამება ძირითად ღირებულებებს
შეიძლება, თქვენ უკვე იცით, თუ რა გზით აპირებთ თქვენი სტარტაპკულტურის აშენებას და საამისოდ რომელი უპირატესობების შეთავაზებას აპირებთ თანამშრომლებისთვის. თუმცა, სხვადასხვა სარგებლის შეთავაზებამდე, მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, რამდენად შეესაბამება ის კომპანიის კულტურას.
სტრატეგიული შეთავაზება, რომელიც მხარს უჭერს თქვენს კულტურას, კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენი კომპანიის ღირებულებებს. ბიზნესის მფლობელები მუდმივად უნდა იყვნენ ღია ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც საუკეთესოდ მოერგება მათ სამუშაო ძალას.
იყავით მიზანმიმართული თქვენი კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაში.
კომპანიის კულტურის შესაქმნელად, პირველ რიგში, საკუთარი თანამშრომლების გამოკითხვაა საჭირო. გარდა ამისა, შესაძლებელია სანდო მენტორის დაქირავებაც. გახსოვდეთ, რომ კომპანიის კულტურა უნდა იყოს ფუნდამენტური ღირებულება და ნებისმიერი თანამშრომლებისკენ გადადგმული ნაბიჯი გააძლიერებს ბიზნესის მთლიან ღირებულებას და აჩვენებს მათ, რომ თქვენ გულწრფელად ზრუნავთ. გაიზარდეთ თქვენს კომპანიასთან ერთად დაგანაგრძეთ გზების ძიება მისი კულტურის გასაუმჯობესებლად.