fbpx

Google docs-ს ახალი ფუნქციები დაემატა

Google Docs-ს

Google docs-ს ახალი ფუნქციები დაემატა

Google Docs-ს ორი ახალი ხელსაწყო – სტატუსის მისათითებელი ჩამოსაშლელი მენიუ და ცხრილების შაბლონები დაემატა. აღნიშნული სიახლე არის Google-ის პროდუქტის, Smart canvas-ის ტექნოლოგიის ნაწილი. უკანასკნელი მრავალ ხელსაწყოს ერთ ეკრანზე აერთიანებს და მომხმარებლებს თანამშრომლებთან ეფექტურ დისტანციურ მუშაობაში ეხმარება.

ჩამოსაშლელი მენიუს საშუალებით, მომხმარებლებს კონკრეტული დოკუმენტის ან რაიმე სამუშაო პროექტის სტატუსის მითითება შეეძლებათ. კომპანიის თქმით, ხელმისაწვდომია ორი ვარიანტი:

• პროექტის სტატუსი, რომელშიც შეგიძლიათ მიუთითოთ – ,,არ დაწყებულა’’ (,,Not Started”), ,,დაბლოკილია’’ (,,Blocked”), ,,პროცესშია’’ (,,In Progress”) და ,,დასრულებულია’’ (,,Complete”).
• განხილვის სტატუსი, რომელშიც შეგიძლიათ მიუთითოთ – ,,არ დაწყებულა’’ (,,Not Started”), ,,პროცესშია’’ (,,In Progress”), ,,განხილვის ქვეშაა’’ (,,Under Review’’) და ,,დადასტურებულია’’ (,,Approved”).

Google Docs

ამის გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ დოკუმენტისა თუ პროექტის სტატუსის საკუთარი ვარიანტები შექმნან და ისინი სასურველი ფერებით გააფორმონ.

რაც შეეხება ცხრილების შაბლონებს, კომპანიამ ამ ხელსაწყოს რამდენიმე ვარიანტი წარადგინა – Launch content tracker, Project asset, Review tracker და Product roadmap.

 

Google Docs-ს

Smart canvas-ის სხვა ფუნქციების მსგავსად, სტატუსის მისათითებელ ჩამოსაშლელ მენიუსა და ცხრილების შაბლონებზე წვდომა შესაძლებელია ,,@’’ მენიუთი. ასევე, შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ ნაბიჯებს – Insert > Dropdown და Insert > Table > Table templates.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post