fbpx

3 მარკეტინგული სტრატეგია ახლადშექმნილი სტარტაპებისთვის

სტრატეგია

3 მარკეტინგული სტრატეგია ახლადშექმნილი სტარტაპებისთვის

მარკეტინგი სტარტაპის საწყისი ეტაპიდანვე გადამწყვეტ როლს თამაშობს მის წარმატებაში. იმისთვის, რომ გაიგოთ, ღირს თუ არა თქვენი სტარტაპიდეის განხორციელება, პირველ რიგში, პოტენციურ კლიენტებთან მისასვლელი გზა გჭირდებათ.

დღესდღეობით ხალხის ყურადღების მიქცევა ყველა კომპანიის მიზანს წარმოადგენს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტარტაპს თავდაპირველად შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და რეკლამირებისთვის ამ ბიუჯეტის დიდი ნაწილის დახარჯვა მას კარგად არ წაადგება.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, 3 ყველაზე ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია გასწავლოთ, რომელიც არამხოლოდ ფინანსებს დაგიზოგავთ, არამედ თქვენი ბიზნესის წარმატებას მნიშვნელოვნად გაზრდის:

კონტენტ მარკეტინგი Linkedin-ის საშუალებით

თუ თქვენი სტარტაპის ფოკუსი B2B-ია, მაშინ LinkedIn შეიძლება, შესანიშნავი არხი იყოს თქვენი ბიზნესისთვის. შეგიძლიათ ის ბლოგპოსტების გასაზიარებლად გამოიყენოთ თქვენივე ვებსაიტიდან (ძალიან კარგი იდეაა, თუ თქვენ ასევე ზრუნავთ SEO-ზე), მაგრამ ასევე შეგიძლიათ, შექმნათ LinkedIn-ისთვის ექსკლუზიური კონტენტიც.

თუ თქვენ შექმნით საინტერესო კონტენტს, მაშინ LinkedIn საშუალებას მოგცემთ, ჩართოთ სამიზნე აუდიტორია საკუთარი ექაუნთის მეშვეობით. თქვენი ინდუსტრიის ადამიანებთან დაკავშირებით (რომლებიც შესაძლოა, ასევე იყვნენ პოტენციური კლიენტები), თქვენ ზრდით შანსს, რომ კონტენტი პოტენციურად დაინტერესებული მხარეების თვალწინ მოხვდება.

გახსოვდეთ, რომ B2B-ში ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ის კი არ არის, რამდენმა ადამიანმა იცის თქვენი ბიზნესის შესახებ, არამედ – რომელმა ადამიანმა.

კონტენტ მარკეტინგი თქვენი ვებსაიტის და SEO-ს მეშვეობით

კონტენტის ხარისხის კომბინაცია ეფექტურ თარგეთირებასთან ერთად ქმნის კარგ SEO-ს და მისი მეშვეობით ხალხს ზუსტად იმ ინფორმაციას აწვდით, რომელსაც Google-ში ეძებენ. მას ტყუილად არ უწოდებენ წარმატების გასაღებს მარკეტინგში, რადგან SEO-ს მეშვეობით კონტენტის სტრატეგიულად მიწოდებაა შესაძლებელი.

SEO უზრუნველყოფს მომხმარებელთა უწყვეტ ჩართულობას თქვენს ვებსაიტზე, მაშინაც კი, როცა ახალ კონტენტს არ აქვეყნებთ. მიუხედავად იმისა, რომ Google-ში კონკრეტული კონტენტისთვის რეიტინგის მინიჭებას გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება, როგორც კი წარმატებას მიაღწევთ, გრძელვადიან პერსპექტივაში საოცარ შედეგს მიიღებს თქვენი სტარტაპი.

შვილობილი მარკეტინგი ინფლუენსერების მეშვეობით

ინფლუენსერ მარკეტინგი უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სარეკლამო ინსტრუმენტი სოციალური მედიის ეპოქაში. ეს განსაკუთრებით ეხება სტარტაპებს, რომლებიც ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს ქმნიან. ადამიანებს ჩვეულებრივ სჭირდებათ სოციალური ვალიდაცია, რათა ინოვაციური პროდუქტები და ბრენდები გამოცადონ. მათი სანდო პირისგან რეკომენდაცია კი შესანიშნავი ინსტრუმენტია აუდიტორიის გულის მოსაგებად.

ინფლუენსერ მარკეტინგის პრობლემა ის არის, რომ საკმაოდ ძვირია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყველაზე პოპულარულ პირებთან თანამშრომლობა გსურთ.

ამ პრობლემის გადაწყვეტა არის შვილობილი კამპანიები. ინფლუენსერებს, გაყიდვების პროცენტის მიცემით, აძლევთ სტიმულს, გაავრცელონ თქვენი პროდუქტები წინასწარი საფასურის გარეშე. ბუნებრივია, ინფლუენსერების დარწმუნება ამ მიმართულებით საკმაოდ რთულია, თუმცა, თუ თქვენ გაქვთ საინტერესო პროდუქტი, შესაძლებელია, ისინი ნამდვილად დაინტერესდნენ შეთავაზებით.

და ბოლოს, ეს არის ის 3 სტრატეგია, რომლებიც შეზღუდული რესურსების მქონე სტარტაპს დაეხმარება, ბაზარზე წარმატება მოიპოვოს და ამ შემთხვევებში კაპიტალზე მეტად ძალისხმევაა საჭირო. სამაგიეროდ, როგორც კი გაიზრდებით, შეძლებთ, ინტენსიურ მარკეტინგულ სტრატეგიებზეც გადახვიდეთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post