fbpx

OMOFOX-მა Pre-Seed რაუნდი $700,000 ინვესტიციით დახურა

OMOFOX

OMOFOX-მა Pre-Seed რაუნდი $700,000 ინვესტიციით დახურა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართულმა სტარტაპმა OMOFOX $700,000-ის ინვესტიცია მოიზიდა. ინვესტორი კი Presto Ventures გახდა. ეს არის ევროპული ვენჩურული კაპიტალის ფონდი და ასევე, ანგელოზი ინვესტორებისა და სტარტაპდამფუძნებლების ქსელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ OMOFOX ე.წ ტვირთის გადაზიდვის პროვაიდერია, რომელიც არსებულ პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას ახდენს მისსავე პლატფორმაზე. ეს კი მომხმარებელს ტვირთის გადაზიდვის პროცესში სრულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. მაგალითად: ტვირთის ადგილმდებარეობა, გადაზიდვის სტატუსები, დოკუმენტები, მონაწილე მხარეები და სხვა.

ამ დროისთვის სტარტაპს 300 მუდმივი ბიზნეს დამკვეთი ჰყავს და როგორც ცნობილია, გადაზიდვების ქართული პროვაიდერი მიღებულ ინვესტიციას დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ზრდას, ასევე პროდუქტის შემდგომ განვითარებას მოახმარს.

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტს, OMOFOX-ს აქვს SaaS პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ და გლობალურ სავაჭრო კომპანიებს სთავაზობს საბოლოო ციფრულ გადაწყვეტას მათი სატრანსპორტო საჭიროებებისთვის. ეს გადაწყვეტა მოიცავს დაჯავშნას, კომუნიკაციას, გადაზიდვების თვალყურის დევნებას რეალურ დროში.

ქართული სტარტაპები: OMOFOX

Omofox

OMOFOX – ასე ეწოდება ქართულ სტარტაპს, რომელიც 2020 წლიდან ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს. OMOFOX ე.წ ტვირთის გადაზიდვის პროვაიდერია, რომელიც არსებულ პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას ახდენს მისსავე პლატფორმაზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post