Terra Luna 2.0 ვერსიით ბრუნდება
თვის დასაწყისში ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად დაეცა. თუმცა, ეს ფაქტი ყველაზე მეტად Terra Luna-ს შეეხო, რომელმაც სრულად დაკარგა კავშირი დოლართან სამი კვირის შემდეგ. მისმა შემქმნელმა, Do Kwon-მა გადაწყვიტა, რომ ლუნას ახალი, 2.0 ვერსია გამოეშვა და ასე დაებრუნებინა საკუთარი კრიპტოვალუტისთვის სიცოცხლე.
1/ Yesterday, we said Terra 2.0 is coming. Tomorrow, it arrives.
The community has been working around the clock to coordinate the new chain’s launch. Subject to potential change, we expect Terra to go live on May 28th, 2022 at around 06:00 AM UTC.
— Terra 🌍 Powered by LUNA 🌕 (@terra_money) May 27, 2022
ლუნა 2.0-ის ჩაშვებას კრიპტოსამყარო 28 მაისისთვის ელოდა და ის მართლაც ამ დღეს დაიბადა. ამასთანავე, მისმა ღირებულებამ თავდაპირველად $20-ს მიაღწია, თუმცა, ახლა ის $5,75-ად ფასდება, რაც CoinMarketCap-ის შეფასებით, დაახლოებით 75%-იანი ვარდნას ნიშნავს.
Terra-ს დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ ლუნას წინა ვერსიის მფლობელებისთვის Luna 2.0 ეჩუქებინა, რათა მათი დანაკარგი ცოტათი მაინც აენაზღაურებინა. თუმცა, ამ ადამიანებმა ნაჩუქარი კრიპტო გაყიდეს და ლუნას ახალ ვერსიას, გარკვეულწილად, უნდობლობა გამოუცხადეს.
მაგალითად, მარკ კუბანმა – მილიარდერმა კრიპტო ინვესტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის არ განახორციელებს ინვესტირებას Terra-ს ახალ ქსელში.
რა ხდება კრიპტობაზარზე – როგორ უნდა იმოქმედონ ინვესტირების მსურველებმა?
ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტობაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა – მაკროეკონომიკური ფაქტორებითა (აშშ-ში არსებული ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა) და გეოპოლიტიკური მდგომარეობით (რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი) გამოწვეული გაურკვევლობის გამო, ინვესტორები კრიპტოვალუტებისგან თავს შორს იჭერენ…
თუმცა, რასაკვირველია, ეს მათი მხრიდან ლოგიკურიცაა – ლუნა, რომელიც მარტში 104 დოლარად ფასდებოდა, ახლა სულ რაღაც 1 პენი ღირს. შესაბამისად, ლუნას მფლობელებმა ძალიან დიდი ფული დაკარგეს და ახალი ვერსიის ლუნა, რომელიც 5 დოლარი ღირს, მათ ამ ზარალს, რასაკვირველია, ვერ აუნაზღაურებს.