fbpx

კიბერუსაფრთხოების ტოპ გამოწვევები

კიბერუსაფრთხოების

კიბერუსაფრთხოების ტოპ გამოწვევები

კიბერუსაფრთხოების ინდუსტრია მუდმივად ვითარდება, რასაც ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების გამოგონება უწყობს ხელს. კომპანიებმა ინდუსტრიის ყველა სექტორში უნდა მისცენ თავიანთ IT დეპარტამენტებს უფლებამოსილება, გააუმჯობესონ კიბერუსაფრთხოების არქიტექტურა და უზრუნველყონ შესაბამისი სასწავლო პროგრამები კორპორაციის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღებისთვის.

ასევე, მათ უნდა დაიცვან თავიანთი აქტივები და იზრუნონ იმაზე, რომ მათი თანამშრომლები მუდმივად მზად იყვნენ კიბერშეტევაზე რეაგირებისთვის.

წარმოგიდგენთ ტოპ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს კიბერუსაფრთხოების ინდუსტრია დგას:

დისტანციური მუშაობა

COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ სამუდამოდ შეცვალა სამუშაო გარემო და მისი დაცვა. უსაფრთხო დისტანციური წვდომა, ტექნოლოგიების გამოყენება თანამშრომლების პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დისტანციური უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულება და სხვა მრავალი საკითხი ყოველდღიური თავის ტკივილი გახდა უსაფრთხოების ადმინისტრატორებისთვის.

ღრუბლოვანი თავდასხმები

Cloud Computing არის ახალი ტექნოლოგიების თანამედროვე ეპოქა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მონაცემთა შენახვის ფიზიკურ სამყაროში. ბიზნესები ამჟამად ღრუბლოვან სერვისებს მომხმარებლების სენსიტიური ინფორმაციის შესანახად იყენებენ.

თუმცა, ქლაუდმა ასევე გახსნა შესაძლებლობები მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევისთვის. ამის მთავარი მიზეზი კი დაშიფვრის, ავთენტიფიკაციისა და ღრუბლის დაყენების სწორი კონფიგურაციის ნაკლებობაა. ასე რომ, კომპანიებმა დიდი ყურადღება უნდა გაამახვილონ ღრუბლოვანი უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის შესახებ, რათა სენსიტიური ინფორმაცია ხელუხლებლად შეინარჩუნონ.

ბიომეტრიული უსაფრთხოება ფინტექ სექტორში

ფინტექ

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბიომეტრია დიდ ნაბიჯებს დგამს ტრადიციულ, ციფრულ ფინანსურ სერვისებში. მხოლოდ ბიომეტრიას შეუძლია, უზრუნველყოს უსაფრთხოების მაღალი დონე, რომელსაც ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ითხოვენ.

ფიშინგ თაღლითობები

ფიშინგური შეტევა არის სოციალური ინჟინერიის შეტევის ტიპი, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლების პროგრამაში შესვლის მონაცემებისა და საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მოპარვას.

ბიზნესებს შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი თანამშრომლები წვდომის კონტროლის პოლიტიკის დაწესებით, მაშინაც კი, თუ ისინი მუშაობენ დისტანციურად. როდესაც საქმე ბიზნესის დაცვას ეხება ფიშინგის თაღლითებისგან, კიბერუსაფრთხოების განათლების მიცემა თანამშრომლებისთვის ყველაზე კარგი იარაღია უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის შეტევები

ციფრული ვალუტა და საფულეები ჰაკერების უმთავრესი სამიზნეებია. მომხმარებლები, ბიზნესები და მთავრობები კრიპტოვალუტის გამოყენების ახალ გზებს პოულობენ, მაგრამ ბოლოდროინდელმა კიბერ შეტევებმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების რისკებსა და ნაკლოვანებებს და გამოვლინდა ბლოკჩეინის შეტევის მრავალნაირი ვარიანტი. ამიტომ ბიზნესები გულდასმით უნდა კონცენტრირდენ თავიანთ IT არქიტექტურაზე და კიბერუსაფრთხოების თავდასხმისთვის მოემზადონ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post