fbpx

ვენჩურული კაპიტალისტები სტარტაპებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებენ

ვენჩურული კაპიტალისტები სტარტაპებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპელი ვენჩურული კაპიტალისტები სტარტაპებს ურჩევენ, შეამცირონ ხარჯები და დროებით შეაჩერონ თანამშრომლების აყვანის პროცესი, რადგან ახლო პერიოდში რეცესია გარდაუვალია. ამასვე ამბობენ კოლეგები სილიკონ ველიდანაც.

2021 წლის შემდეგ, რომელიც სავსე იყო IPO-ებითა და მეგადაფინანსების რაუნდებით, ევროპის შედარებით ძლიერი სტარტაპები ამ ეტაპზე ინტენსიურად ათავისუფლებენ თანამშრომლებს და მკვეთრად ცვლიან გაფართოების გეგმებს.

მაიკლ სტოთარდი, ლონდონის Firstminute Capital-ის დამწყები ინვესტორი აცხადებს, რომ სტარტაპებმა ან უნდა შეამცირონ ხარჯები, ან მეტი კაპიტალის მოზიდვას უნდა შეეცადონ. ხოლო ნათან ბენაიჩი კი, ლონდონის Air Street Capital-ის საწარმოს კაპიტალისტი, ამბობს, რომ ინდუსტრია მთლიანობაში კომპანიებს ურჩევს, იყვნენ უფრო კონსერვატიულები და წინსვლის გეგმებზე ნაკლებად ორიენტირდნენ.

სამუშაო ადგილების შემცირება

სტარტაპ დამფუძნებლები ხშირად მართლაც ითვალისწინებენ თავიანთი ინვესტორებისა და ვენჩურული კაპიტალისტების რჩევებს. მაგალითად, შვედურმა ფინტექ გიგანტმა Klarna, რომელიც გასულ ივნისში ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი გახდა ევროპაში (მისი ღირებულება 46 მილიარდ დოლარად შეფასდა), გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გლობალური მუშახელის დაახლოებით 10%-ის გათავისუფლებას გეგმავს.

ფონდების მოზიდვის სივრცეში კი სრული პარადოქსია. VC ანალიზის ფირმა Pitchbook-ის მონაცემები აჩვენებს, რომ VC-ებს აქვთ იმაზე მეტი ნაღდი ფული, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, მაგრამ ისინი ამცირებენ ინვესტიციებს, რათა დაინახონ, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკური კლიმატი.

ოსკარ უაითმა, აღმასრულებელმა დირექტორმა და სამოგზაურო ტექნოლოგიების პლატფორმის Beyonk-ის დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ეს წარმოადგენს პრობლემას დამფუძნებლებისთვის, რომლებმაც კოვიდ პანდემიის დროს დიდი რაოდენობით ფული შეაგროვეს, რადგან მათ მომავალ წელს ნაღდი ფული ამოეწურებათ.

როგორ დავარწმუნოთ ინვესტორები?

ინვესტორები

,,…ყოველწლიურად კი, ძალიან ცოტა სტარტაპი – საშუალოდ, 15 – აღწევს დიდ წარმატებას… ინვესტორების უმეტესობა თქვენით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ ჩანს, რომ იმ 15 წარმატებულს შორის ყოფნის შანსი გაქვთ’’, – ამბობს Y Combinator-ის თანადამფუძნებელი პოლ გრეემი და გვიზიარებს იმ ელემენტებს, რომლებიც ინვესტორების ამ საკითხში დარწმუნებაში დაგვეხმარება.

მეორე მხარეს გადასვლა

2022 წლის პირველი ხუთი თვე ტექნიკური აქციების კრატერინგით და Nasdaq-ის საფონდო ბირჟის ტემპით მეორე ყველაზე ცუდი კვარტალი იყო 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

Y Combinator-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ კომპანიებმა „უნდა გააცნობიერონ, რომ ტექნიკური კომპანიების ბაზრის ცუდი მდგომარეობა მნიშვნელოვნად აისახება VC ინვესტირებაზე“.

Sequoia Capital-მა განაცხადა, რომ ბაზრის აღდგენის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და იმისთვის, რომ სტარტაპები მომზადებულები დახვდნენ, საჭიროა, “მეორე მხარეს გადავიდნენ” და ის რჩევები გაითვალისწინონ, რაზეც მაღლა ვისაუბრეთ.

აღსანიშნავია, რომ ამ სიტუაციის შესახებ ევროპულმა სტარტაპებმა სულ ახლახან მიიღეს შეტყობინებები.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post