fbpx

ფინტექ სტარტაპმა Edge პირველი ,,კონფიდენციალური ბიტკოინ Mastercard’’ გამოუშვა

Edge

ფინტექ სტარტაპმა Edge პირველი ,,კონფიდენციალური ბიტკოინ Mastercard’’ გამოუშვა

სან-დიეგოში დაფუძნებულმა ფინტექ სტარტაპმა Edge პირველი ,,კონფიდენციალური ბიტკოინ Mastercard’’ გამოუშვა, რომელიც KYC (know-your-customer) მონაცემებს არ საჭიროებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბარათთან მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ იქნება დაკავშირებული, რაც ტრანზაქციებს სრულად კონფიდენციალურს ხდის.

 „არც სახელი, არც ტელეფონის ნომერი, არც ელექტრონული ფოსტის მისამართი… არც თქვენი რეალური მისამართი, არაფერი [იქნება Mastercard-თან დაკავშირებული]. ვირტუალური ბარათის შექმნას დაახლოებით 15 წამში შეძლებთ’’, – აცხადებს Edge-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პოლ პუეი.

კონფიდენციალურობა კრიპტოენთუზიასტებისთვის, სავარაუდოდ, მთავარი ხიბლია, თუმცა, პუეის თქმით, Edge Mastercard-ის შექმნის განმსაზღვრელი ფაქტორი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერება იყო.

მე ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომელთაც საბანკო ინსტიტუციებში ანგარიშები არ აქვთ და საბანკო მომსახურებას არ იღებენ. ისინი საბანკო ანგარიშს გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხსნიან, – ამბობს პუეი.

Edge-ის ანგარიშის შექმნის შემდეგ, მომხმარებლებს ციფრულ ბარათზე წვდომა აპლიკაციიდან ექნებათ. ხოლო ფიზიკური ბარათები თვის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი და მათი ღირებულება $20-ს შეადგენს. Mastercard-ზე თანხის შესატანად პირები გაყიდიან როგორც ბიტკოინს, ასევე Bitcoin Cash-ს, Dogecoin-ს, Litecoin-სა და Dash-ს და შემდეგ აშშ დოლარს ბარათზე გადაგზავნიან.

Mastercard-მა ბიომეტრიული გადახდის პროგრამა გამოუშვა

Mastercard-მა

Mastercard-მა გამოუშვა ახალი პროგრამა Biometric Checkout Program, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს საცალო ვაჭრობის ობიექტებში საყიდლების შემდგომ ანგარიშსწორება ბარათის გატარების ნაცვლად, ბიომეტრიულად, სახის ან ხელის გულის საშუალებით შეეძლებათ.

აღსანიშნია, რომ ბარათის ყოველდღიური ხარჯვის ლიმიტი $1000 ექნება. ხოლო მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში Apple Pay-ის საშუალებით. რაც შეეხება Google Pay-ის მხარდაჭერას, ის ბარათს, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაემატება.

როგორც Edge-ის თანადამფუძნებელი პუეი აცხადებს, ამ პროცესში MasterCard ჩართულია. თუმცა, MasterCard-ის სპიკერი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, Edge-ის ბარათთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post