მარტივი წერა – პოლ გრეემი
ყოველთვის ვცდილობ, ჩვეულებრივი სიტყვებითა და მარტივი წინადადებებით ვწერო. ამგვარი ნაწერი უფრო ადვილად იკითხება, რაც მკითხველებს უბიძგებს, უფრო მარტივად ჩაერთონ კითხვის პროცესში. ხოლო რაც უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ ისინი თქვენს ნაწერზე, მით უფრო მეტი იდეისა და აზრის წაღებას ახერხებენ ამ ნაშრომიდან.
არსებობს იტალიური კერძი, სახელად saltimbocca, რაც “პირში ჩახტომას” ნიშნავს. წერის ჩემს მიზანს კი შეიძლება saltintesta ეწოდოს, რაც ნიშნავს, რომ იდეები შენს თავში ისე ხტება, რომ ძლივს ამჩნევ სიტყვებს, რომლებმაც ეს იდეები შენს გონებაში გააჩინა.
არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ოდესმე ჩვენი ნაწერი მხოლოდ მკაფიო და სწორი იდეების ნაზავი იქნება. შეიძლება არც გინდოდეთ, რომ ასე იყოს, თუმცა, მწერალთა უმეტესობისთვის სწორედ ეს არის მიზანი.
გარდა ამისა, მარტივად წერა უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. როცა შელამაზებულად წერთ იმისთვის, რომ მკითხველზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, თქვენ მათ დამატებითი სამუშაოს შესრულებას აიძულებთ – ეს თქვენს უკან მომავალ გრძელ მატარებელს ჰგავს, რომელიც მკითხველმა უნდა ატაროს.
დაიმახსოვრეთ ისიც რომ, თუ ინგლისურად წერთ, თქვენი მკითხველის უმეტესობისთვის ეს ენა არ იქნება მშობლიური. სწორედ ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ რთულ თემაზე წერა სულაც არ ნიშნავს რთული სიტყვების გამოყენებას და წერეთ მათთვის გასაგებად.
შელამაზებულად წერა ხშირად არამხოლოდ აფერმკრთალებს და მალავს იდეებს, არამედ მალავს ამ იდეების ნაკლებობასაც ტექსტში. ხშირად, სწორედ იმიტომ წერენ ლამაზად, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მარტივად წერა გულწრფელსაც გხდით და ამიტომ, თუკი არაფერი გაქვთ სათქმელი, მარტივად თქვით ეს.
რატომ და როგორ ვისწავლოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში – ანა-ლორი ლე კუნფი
არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენს კარიერას შესაძლოა, შემდეგი სახე ჰქონოდა – ტრადიციულ ინსტიტუციაში სწავლა; ისეთი სამუშაოს მოძებნა, რომელიც პროფილს შეესაბამება და ამავე კომპანიაში ცოდნის გაფართოება. შეიძლება, სხვა კომპანიაშიც გადასულიყავით, თუმცა, თქვენი სამუშაო ადგილების რაოდენობა, სამზე მეტი, ალბათ, არ იქნებოდა. დღეს კი, ყველაფერი სხვაგვარადაა…
მარტივი ნაწერი ასევე უკეთესად “ძლებს”. თუკი ასე წერთ, იყავით დარწმუნებული, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს თქვენს ნაწერს კითხულობენ, მას მომავალშიც წაიკითხავენ. განა ხეზე მომუშავე ადამიანიც სწორედ ამიტომ არ ცდილობს გამძლე სკამის შექმნას?
მართლაც, გამძლეობა არ არის მხოლოდ სკამების, ან წერის ხარისხი. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ კარგად გააკეთეთ საქმე.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მარტივად წერას ეს უპირატესობები აქვს, ასე ამ მიზეზების გამო სულაც არ ვწერ. მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ სტილით ვწერ, არის ის, რომ შევწუხდები, თუკი ასე არ მოვიქცევი. როდესაც ვწერ წინადადებას, რომელიც ძალიან რთულად მეჩვენება, ან რომელშიც ზედმეტი ინტელექტუალური სიტყვებია, ეს ყველაფერი მოუხერხებლად მეჩვენება.
რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როდესაც გსურთ გამოიყენოთ რთული წინადადება ან ლამაზი სიტყვა ეფექტისთვის, მაგრამ არასდროს არ უნდა გააკეთოთ ეს შემთხვევით.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი წერის სტილი მარტივია, არის ის, თუ როგორ ვაკეთებ ამას. პირველ მონახაზს სწრაფად ვწერ, შემდეგ დღეებს ვატარებ მის რედაქტირებაში, ვცდილობ, ყველაფერი სწორად გადავაკეთო. ამ რედაქტირების დიდი ნაწილი ნაწერის შემოკლებაა და ეს მარტივად წერას კიდევ უფრო მარტივს ხდის.