fbpx

ვირტუალური რეალობის როლი სამედიცინო პერსონალის სწავლებაში

ვირტუალური

ვირტუალური რეალობის როლი სამედიცინო პერსონალის სწავლებაში

ვირტუალური რეალობა უკვე კარგა ხანია, პაციენტების მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას ხშირად იყენებენ შფოთვასთან, სტრესთან, მხედველობის დარღვევებთან და ჯანმრთელობის სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად. თუმცა, ამასთანავე, მისი მეშვეობით, მომავალი ექიმების სწავლება/გადამზადებაცაა შესაძლებელი.

 

კონკრეტულად როგორ ეხმარება ვირტუალური რეალობა მომავალ ექიმებს? ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს.

იმერსიული, ექსპერიმენტული სწავლება

ექსპერიმენტული სწავლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის პროფესიონალების ჩამოყალიბებაში. უკვე დამკვიდრებულ, ტრადიციულ სწავლების გზებს ყოველთვის აკლიათ ხოლმე პრაქტიკული გამოცდილება. ხშირი პრაქტიკის გარეშე კი, რეალური კომპეტენციის გამომუშავება საკმაოდ რთულია.

ვირტუალური რეალობის ტრენინგები მომავალ ექიმებს ხელს უწყობს, ხელმისაწვდომი, ექსპერიმენტული სწავლებით აიმაღლონ კომპეტენცია და ყველა საჭირო საკითხს სიღრმისეულად დაეუფლონ. როგორ?

როდესაც მომავალი ექიმი HMD-ს (თავზე დამაგრებული მოწყობილობა) ირგებს, მას შეუძლია, ვირტუალურ პაციენტებს ისე მოეპყროს, როგორც რეალურ ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა ჯანდაცვის პროფესიონალის კარიერის საფეხურს, ვირტუალურ რეალობას შეუძლია ისეთი გამოცდილების მიწოდება, რომელიც ნებისმიერი პრაქტიკოსისთვის ღირებული იქნება.

ტრენინგი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს

VR ნამდვილ მასშტაბურობას უზრუნველყოფს. ის 20-ჯერ იაფია, ვიდრე მანეკენზე დაფუძნებული ტრენინგი და მისი აპარატურა ადვილად შესანახია. VR ტექნოლოგიის ამოქმედების შემდეგ, სიმულაციური პროგრამა გამოსაყენებლად ხელმისაწვდომია 24/7-ზე. შესაბამისად, სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ, მაშინ ჩაატარონ ექსპერიმენტები, როცა სურთ, რაც ნამდვილად ბონუსია დაკავებული პრაქტიკოსებისთვის.

სტანდარტიზებული VR სიმულაციის სცენარები უზრუნველყოფს უსასრულოდ განმეორებად სწავლის გამოცდილებას. სცენარები განსხვავებულად ვითარდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ექცევა მოსწავლე პაციენტს. VR სიმულაციური პროგრამით სწავლება ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, უსაფრთხოდ და შფოთვის გარეშე დაუშვან შეცდომები.

შედეგად, იქმნება ნდობა, რომლის განვითარებაც გადამწყვეტია დამოუკიდებელი, ქმედუნარიანი ჯანდაცვის პერსონალის შესაქმნელად. შესაბამისად, VR სიმულაციის სცენარებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თავდაჯერებულობა სტუდენტებში, რაც სამედიცინო შეცდომის ალბათობას შეამცირებს.

პერსონალიზებული სწავლა ყველა სტუდენტისთვის

სტუდენტებს ტრენინგის განსხვავებული მოთხოვნები და მოლოდინები აქვთ. სამწუხაროდ, ტრადიციული მეთოდები ართულებს პერსონალიზებული პროგრამების შექმნას, რომლებიც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოერგებიან.

VR ტექნოლოგიები კი ამ მხრივ დიდ შესაძლებლობას ქმნიან: არ აქვს მნიშვნელობა კარიერულ სტადიას ან სპეციალიზაციას, ვირტუალურ რეალობას ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადება მათთვის საუკეთესო გზით შეუძლია. ასევე, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ, სად და როდის ურჩევნიათ ტრენინგი, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მორგებულ სწავლებას.

VR სიმულაციის საშუალებით სტუდენტებს უამრავი ტიპის სცენარის სპექტრი აქვთ. ეს კი მათ არჩევანს აძლევს, კონკრეტულ სფეროსა თუ საკითხზე კონცენტრირდნენ და პაციენტის მოვლის პროცესი დახვეწონ. ასევე, მათ შეუძლიათ, გაიმეორონ ეს სცენარი იმდენჯერ, რამდენჯერაც სჭირდებათ.

და ბოლოს, ვირტუალურ რეალობა სამედიცინო პერსონალის სწავლების/გადამზადების ის ინოვაციური საშუალებაა, რომელიც მაქსიმალურად ერგება სტუდენტების მოთხოვნებს და პერსონალიზებულ გამოცდილებას სთავაზობს მათ. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით პერმანენტული ვარჯიში კი მათში დიდ გამოცდილებას და ცოდნას აყალიბებს.

შესაბამისად, სამედიცინო შეცდომების გამო, რომელიც წელიწადში 20 მილიარდ დოლარამდე ჯდება, VR სიმულაციას შეუძლია, პერსონალის უნარები მაქსიმალურად დახვეწოს და შესამჩნევი ცვლილება შეიტანოს პაციენტის მოვლაში.

ხელოვნური ინტელექტის როლი მედიკამენტების განვითარებაში

მედიკამენტების

ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და სასურველი შედეგების სწრაფად მიღების მიზნით გამოყენება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, დღითიდღე უფრო იზრდება.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post