fbpx

სტარტაპ აქსელერატორების მნიშვნელობა

სტარტაპ

სტარტაპ აქსელერატორების მნიშვნელობა

სტარტაპ აქსელერატორები დიდ როლს თამაშობენ სტარტაპების განვითარებაში. ერთგვარად, ეს არის მენტორობაზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტარტაპების ინტენსიურ ხელმძღვანელობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

 

როგორ მუშაობენ სტარტაპ აქსელერატორები?

როგორც წესი, სტარტაპ აქსელერატორები განსხვავდებიან მიდგომით, ფოკუსით, ღირებულებითა და სხვა მსგავსი ფაქტორებით. მაგალითად, Y Combinator და Techstars ძირითადად ტექნოლოგიურ სტარტაპებთან მუშაობენ. ამ აქსელერატორებს ინვესტორები აფინანსებენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც უნივერსიტეტების ან კორპორაციების მიერ ფინანსდებიან, მაგალითად StartX, რომელიც ჯანდაცვაზე ორიენტირებულ სტარტაპებთან თანამშრომლობს.

რაც შეეხება კერძო აქსელერატორებს, ისინი სტარტაპებს გარკვეულ დაფინანსებას აძლევენ ხოლმე, რაც სტარტაპერებს პირველი რამდენიმე თვის ხარჯების დაფარვაში ეხმარება. ამ ტიპის თანამშრომლობა, როგორც წესი, თქვენი კომპანიის გარკვეული წილის დათმობას ნიშნავს. კერძო სტარტაპ აქსელერატორები ხშირ შემთხვევაში იღებენ თქვენი კაპიტალის 5%-იდან 10%-ამდე იღებენ.

ღირს თუ არა სტარტაპ აქსელერატორებთან თანამშრომლობა? სტარტაპების უმეტესობისთვის პასუხი არის “დიახ”. პირველ ეტაპზე დამფუძნებლებს, როგორც წესი, დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ. აქსელერატორს კი შეუძლია, სტარტაპებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, დაამყარებინოს ინვესტორებთან კავშირები და აუხსნას, თუ როგორაა შესაძლებელი დაფინანსების მოზიდვა. აქსელერატორებს ასევე შეუძლიათ, სტარტაპები სფეროს ექსპერტებთან დააკავშირონ, რაც მათ შემდგომში პროდუქტის ბაზარზე მორგების მიღწევაში დაეხმარებათ.

თუმცა, მნიშვნელოვანია, სტარტაპებმა აქსელერატორები ფრთხილად აირჩიონ, რათა დრო და კაპიტალი არ დაკარგონ. მიუხედავად იმისა, რომ ტოპ აქსელერატორები აწ უკვე ცნობილი, მათ მიერ მხარდაჭერილი სტარტაპების დიდი სიით ამაყობენ, არსებობს შემთხვევებიც, როცა აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები დადებით შედეგს ვერ იღებენ.

რატომ უნდა მიიღონ სტარტაპებმა აქსელერატორში მონაწილეობა?

აქსელერატორში

სპეციფიკური უნარების გამომუშავება, ცოდნის მიღება, პროფესიონალების რჩევები, ინვესტიციის მოზიდვა, სტრატეგიული კავშირების დამყარება – ეს იმ სარგებელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სტარტაპერებს წარმატების მიღწევის გზაზე სჭირდებათ და რომელთა მიღებაც სწორედ აქსელერატორში მონაწილეობის შემთხვევაში შეუძლიათ.

რას სთავაზობენ აქსელერატორები ბიზნესებს?

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, არსებობს ოთხი ძირითადი სარგებელი, რომელსაც ისინი სტარტაპებს სთავაზობენ:

სტარტაპ აქსელერატორებთან მუშაობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან კავშირებს – ცნობილი აქსელერატორები მჭიდროდ თანამშრომლობენ ანგელოზ ინვესტორებთან და ვენჩურული კაპიტალის ფირმებთან, რომლებიც ინვესტირებას პერსპექტიულ ბიზნესიდეებში ცდილობენ

სტარტაპ აქსელერატორების პროგრამები ბიზნესისა და მენეჯმენტის ცოდნის ათვისებას უზრუნველყოფს – აქსელერატორებს შეუძლიათ, გამოუცდელ დამფუძნებლებს მენეჯმენტის სწორი გუნდი შეურჩიონ, რაც სტარტაპებს თავიანთი იდეების რეალობად ქცევაში დაეხმარებათ.

სტარტაპ აქსელერატორები ქმნიან გარემოს – ვირტუალურს ან პირადს. ეს გარემო კი პერმანენტულ რეჟიმში უზრუნველყოფს გამოცდილი ადამიანების მხრიდან უკუკავშირებისა და მითითებების მიღებას თქვენი საქმიანობის შესახებ.

და ბოლოს, თქვენ მიიღებთ წვდომას ფიზიკურ სივრცეებზე – მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლებელი იყო პანდემიის დროს, აქსელერატორების მხარდაჭერით ახლა უფრო მეტი სტარტაპერი სარგებლობს ღია სამუშაო ადგილებით, ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებითა და სხვა საშუალებებით. ეს კი სტარტაპერებს ეხმარებათ, დარჩნენ მოტირივირებულები და ჰქონდეთ კომფორტული გარემო მუშაობისთვის.


სტატია შექმნილია Founder Institute Georgia-სთან თანამშრომლობით.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post