Solana Web 3-ზე ორიენტირებულ სმარტფონს უშვებს
Solana-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ანატოლი იაკოვენკომ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის Android web3-ზე ორიენტირებულ სმარტფონს, Saga-ს გამოუშვებს.
,,ეს სწორედ ისაა, რაც ფუნდამენტურად მჯერა, რომ ინდუსტრიამ უნდა გააკეთოს. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი კრიპტო ფუნქცია Apple-ის დეველოპერების კონფერენციაზე ბიტკოინის არსებობიდან 13 წლის შემდეგაც კი. ასე რომ, ვფიქრობ, დროა კრიპტო მობილურზე გადავიდეთ”, – თქვა იაკოვენკომ.
Saga მიზნად ისახავს ციფრული აქტივების პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, რათა მომხმარებლებს მარტივად შეეძლოთ მოწყობილობის მეშვეობით კრიპტოტრანზაქციები. გარდა ამისა, იაკოვენკომ განაცხადა, Saga იქნება Web 3-ზე ორიენტირებული სმარტფონი და მასში მომხმარებლები Web 3-ის ელემენტებს იხილავენ, კერძოდ კი Solana Mobile Stack-ს, იგივე SMS-ს.
Sirens – ომის ისტორიის ამსახველი უკრაინული NFT პროექტი
Sirens – ეს არის რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ისტორიის ამსახველი NFT პროექტი. უფრო კონკრეტულად კი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული, ზეთოვანი ფერწერის სტილში შესრულებული 1991 ნამუშევრის გალერეა, რომელიც სამხედრო დაპირისპირების დაწყების პირველივე დღიდან დღევანდელობამდე მომხდარი 150 მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მოგვითხრობს.
უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე კრიპტო კომპანია, მათ შორის FTX, Phantom და Magic Eden SMS-თან ითანამშრომლებენ. ასევე უკვე არსებობს 10 მილიონი დოლარის დეველოპერული ფონდი იმ ადამიანებისთვის, ვინც Saga-სთვის აპლიკაციების შექმნას აპირებს.
$1000-იან მოწყობილობას ექნება 512 GB მეხსიერება და 6.67 დუიმიანი OLED დისპლეი. მისი პირველი მომხმარებლები შეძენას 2023 წლის პირველ კვარტალში შეძლებენ.
აქვე გეტყვით, რომ ნანსენის მონაცემების მიხედვით, სოლანას 21 მილიონზე მეტი უნიკალური აქტიური ყოველთვიური ანგარიში აქვს.