fbpx

ბლოკჩეინი სამედიცინო სფეროში

ბლოკჩეინი

ბლოკჩეინი სამედიცინო სფეროში

სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში “ბლოკჩეინი” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტერმინია. მარტივად რომ ვთქვათ, ბლოკჩეინს აქვს პოტენციალი, ჯანდაცვის სფეროში რევოლუცია მოახდინოს. თუმცა, საინტერესოა, მაინც როგორ იყენებს ჯანდაცვის ინდუსტრია უახლესი ტექნოლოგიის ამ დიდ შესაძლებლობებს?

 

რა არის ბლოკჩეინი?

პირველ რიგში, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში ბლოკჩეინი.

ბლოკჩეინი არის სისტემა, რომელიც ქმნის და ინახავს მონაცემთა ჩანაწერებს. ის ინახავს ერთმანეთთან დაკავშირებული ინფორმაციის “ბლოკების” ციფრულ ჩანაწერებს. ყველა მოწყობილობა, რომელიც ერთსა და იმავე ბლოკჩეინ სისტემაზეა დაფუძნებული, წარმოქმნის იდენტურ ბლოკებს. თუ ერთი კომპიუტერის მონაცემებზე შესაძლებელი ხდება წვდომა, მათი შეცვლა, გაზიარება ან სხვაგვარი ოპერაცია, იქმნება ბლოკი იმისთვის, რომ ადგილობრივად ჩაიწეროს და გადაეცეს ეს ინფორმაცია ყველა მოწყობილობას. ამ გზით, მონაცემებთა ცვლილებების შემთხვევები ადვილად იდენტიფიცირდება.

მონაცემთა უბრალოდ ჩაწერისა და შედარების გარდა ასევე არსებობს „ჰეშირების“ პრინციპი. ჰეშინგი თითოეულ ბლოკს აძლევს უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომელიც მისი შინაარსის მიხედვით იცვლება. თუ ბლოკის მონაცემები შეიცვლება, ასევე შეიცვლება მისი ჰეში.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბლოკები ერთად ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ინახება. ამიტომ, ერთი ბლოკის მონაცემების შეცვლის მცდელობა დაუყოვნებლივ გამოიწვევს მომდევნო ბლოკს ჰეშის ცვლილების იდენტიფიცირებას

სწორედ ამიტომ, ზუსტი და უსაფრთხო ბლოკჩეინი თითქმის შეუძლებელს ხდის მონაცემების გაყალბებას, მათით მანიპულირებას ან სხვაგვარად დაზიანებას.

რა როლი აქვს ბლოკჩეინს სამედიცინო ინდუსტრიაში

ღია და მაღალი უსაფრთხოება ნიშნავს, რომ ბლოკჩეინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო ინდუსტრიაში სხვადასხვა გზით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს და პაციენტებს ჯანდაცვაზე წვდომის ახალ გზებს მიაწვდის.

უკვე პიონერული კომპანიები ბლოკჩეინის რევოლუციას საფუძველს უყრიან. აი, როგორ გარდაქმნიან ისინი სამედიცინო ინდუსტრიას.

Chronicled

სამედიცინო ინდუსტრია საკმაოდ დაზარალდა პაციენტის მგრძნობიარე მონაცემების უსაფრთხოდ გაზიარებისა და წვდომის შეუძლებლობის გამო. თუმცა, ბლოკჩეინი მსგავს მონაცემებს უსაფრთხოების საუკეთესო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებს, ერთად იმუშაონ ორგანიზაციის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, რათა ხელი შეუწყონ ჯანდაცვის ეფექტურ მიწოდებას ინდივიდებსა და თემებზე.

მაგალითად, კომპანია Chronicled ბლოკჩეინის ტექნოლოგიას თავის MediLedger ქსელში იყენებს, რათა სავაჭრო პარტნიორები და სამედიცინო დაწესებულებები დააახლოოს. შედეგად, კომუნიკაციისადა ორგანიზაციული საფრთხეების საწინააღმდეგოდ, შეიქმნა სივრცე, რომელიც ინდუსტრიაში დიდ ინოვაციასა და განვითარებას გამოიწვევს, ასევე ნდობისა და თანამშრომლობის ახალ სამყაროს შექმნის.

Curisium

2020 წელს HealthVerity-ის მიერ შეძენილმა Curisium-მა ბლოკჩეინი ფასდაკლების მოლაპარაკებისა და კონტრაქტის მართვისთვის გამოიყენა. ჯანდაცვაში ყველამ იცის, რამდენად რთულია კონტრაქტების დადება. ამ პროცესის გასამარტივებელი სისტემის შექმნით, Curisium საშუალებას აძლევს პროვაიდერებსა და გადამხდელებს, მიიღონ მონაწილეობა ინოვაციურ საკონტრაქტო შეთანხმებებში, რომლებიც ეფექტური და უსაფრთხოა.

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი და მისი ქვეკატეგორია, მანქანური სწავლება, პროდუქტიულობის, სამუშაო პროცესებისა და საბოლოო შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მრავალ სფეროში გამოიყენება. მათ შორის კი ერთ-ერთი არის მედიცინა. აღნიშნულ სექტორში AI-ის დანერგვას პაციენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ექიმებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს – მისი დახმარებით, მრავალი სამუშაოს იმაზე სწრაფად და ეფექტურად შესრულებაა შესაძლებელი, ვიდრე ამას ადამიანი გააკეთებდა.

Ever

Ever Network 170-ზე მეტ საავადმყოფოსა და 5 მილიონ პაციენტს აკავშირებს, რომლის პროგრამული უზრუნველყოფაც აღჭურვილია ისეთი თვისებებით, როგორებიცაა: მონაცემთა სანდო გაცვლა, დიდი მონაცემების შეგროვება და ანალიზი, მანქანური სწავლების/ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ფუნქციებით და ა.შ.

2017 წელს დაარსებულმა Ever-მა ტაილანდის სამედიცინო ლანდშაფტის მოდერნიზებასა და ბლოკჩეინზე აღჭურვას შეუწყო ხელი. ის უზრუნველყოფს საუკეთესო უსაფრთხოებას ყველა დაკავშირებული მონაცემისთვის, ხოლო სანდო მხარეებთან კი მჭიდრო და მარტივი კომუნიკაციის შენარჩუნებას.

Patientory

ბლოკჩეინის ქსელები საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, პროცესები გამჭვირვალედ და კონფიდენციალურად წარმართონ, რაც ხელს უწყობს პაციენტის სენსიტიური მონაცემების დამალვას და საჭიროების შემთხვევაში მათზე წვდომასა და გაზიარებას.

კომპანია Patientory იყენებს ამ უპირატესობას პაციენტზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და სერვისების შემუშავებაში, რაც კომპანიას აძლევს მეტ კონტროლს მათ კეთილდღეობაზე. პაციენტის განახლებული ისტორიები და მონაცემები, პანდემიის თვალყურის დევნება და რეპორტინგი, უსაფრთხო კომუნიკაცია დამოწმებულ ჯანდაცვის პერსონალთან და მრავალი სხვა ფუნქცია ამ კეთილდღეობას მართლაც უზრუნველყოფს.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post