2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება
2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება.
თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის:
• ProductTank Tbilisi meetup & discussion – ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ.
• Founder Institute Georgia panel event – სადაც წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.
• Fuckup Nights Tbilisi vol. 27 – რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები თავიანთი წარუმატებლობის ამბებს მოჰყვებიან, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეორონ.
ამავე დღეს ასევე იქნება ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრის და საღამოს სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.
ორგანიზატორები გეგმავენ, რომ თბილისის სტარტაპის დღე 2 ივლისს ყოველწლიურად აღნიშნონ.