Facebook-ს მალე NFT-ები დაემატება
მაისში ინსტაგრამზე NFT-ის მხარდაჭერის დებიუტის შემდეგ, Meta-მ ციფრული კოლექციების მხარდაჭერა Facebook-ზეც დაამატა. Meta-ს სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიამ NFT-ების Facebook-ზე ჩაშვება უკვე დაიწყო, თუმცა, სატესტო რეჟიმში ეს სიახლე შეეხება მხოლოდ შეერთებულ შტატებში მყოფ კრეატორთა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ, ციფრული კოლექციები Facebook-ზე გამოაქვეყნონ.
We're launching NFTs on Facebook! Excited to share what I've been working on with the world. pic.twitter.com/TaV66zRanV
— Navdeep Singh (@navdeep_ua) June 29, 2022
ნფტ-ების Facebook-ზე ოფიციალური ჩაშვება დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იგეგმება. ზაკერბერგმა ასევე განაცხადა, რომ ტესტირების პროცესში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ჯვარედინად განათავსონ პოსტები Instagram-სა და Facebook-ზე.
ნფტ-ების განთავსება თქვენს თაიმლაინზე შეგეძლებათ, ხოლო მათზე დაწკაპებით გამოჩნდება დეტალები ციფრული კოლექციისა და მისი შემქმნელის შესახებ.
ზაკერბერგმა ასევე თქვა, რომ Meta აპირებს, გაძლიერებული რეალობის NFT-ებსა ან 3D NFT-ებზე დაიწყოს მუშაობა, რომლებიც შეგიძლიათ Instagram Stories-ში გადაიტანოთ Spark AR-ის გამოყენებით (ეს არის კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის AR პლატფორმა).
გასულ კვირას Meta-მ ნფტ ტესტირების პროცესი უფრო მასშტაბური გახადა Instagram-ზე, რათა მთელ მსოფლიოში უფრო მეტ კრეატორს მისცეს შესაძლებლობა, თავისი ნფტ-ები Instagram-ზე განათავსოს. აქამდე ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებში შერჩეული კრეატორების ჯგუფისთვის იყო ხელმისაწვდომი.
მეტამ თქვა, რომ ნფტ კოლექციების გამოქვეყნება სრულიად უფასო იქნება კრეატორებისთვის, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ ამ პოსტების რეკლამაში ჩაშვება შეუძლებელი იქნება.