fbpx

ტელედერმატოლოგია: ტექნიკური რჩევები უკეთესი ვირტუალური ვიზიტისთვის

ტელედერმატოლოგია

ტელედერმატოლოგია: ტექნიკური რჩევები უკეთესი ვირტუალური ვიზიტისთვის

დერმატოლოგია მედიცინის სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ტელეჯანმრთელობას სავსებით ერგება. სწორედ ამიტომ, ტელედერმატოლოგიით სრულადაა შესაძლებელი იმ სარგებლის მიღება, რასაც ექიმთან ფიზიკური ვიზიტებით ვიღებთ ხოლმე. სწორედ ამიტომ ტელედერმატოლოგია პაციენტებში სულ უფრო პოპულარული ხდება.

 

თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია, შექმნან თავიანთი პროგრამები საუკეთესო პრაქტიკისა და სტრატეგიული ტექნოლოგიების დანერგვით.

ტელედერმატოლოგიის სარგებელი პაციენტებისთვის და პროვაიდერებისთვის

დოქტორი კერი კოვარიკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის დერმატოლოგიის პროფესორი, განმარტავს, რომ ტელედერმატოლოგია აძლევს პროვაიდერებს უფრო მეტ ინსტრუმენტს, პაციენტების დასათვალიერებლად და საშუალებას აძლევს პაციენტებს, მიიღონ სწორი დახმარება.

რა უნდა ახასიათებდეს ტელეჯანმრთელობის სერვისებს? ჰანის ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი აქვს: მოხერხებულობა, წვდომა და უსაფრთხოება.

ტელედერმატოლოგია მოხერხებულია მაშინ, როდესაც ადამიანებს აქვთ წვდომა დერმატოლოგის სპეციალისტებთან, მაგრამ არ სურთ სამუშაოდან გათავისუფლება იმისთვის, რომ შეხვედრაზე წავიდნენ. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ ტელეფონით ან ტექნოლოგიური მოწყობილობით მარტივად გავიდნენ ფონს, სადაც არ უნდა იყვნენ.

მით უფრო, რომ ზოგიერთ ადამიანს არ აქვს წვდომა დერმატოლოგის სპეციალისტებთან თავის შემოგარენში, ან სულაც ცოცხალი რიგი ხშირად ძალიან ბევრი საათი იწელება. ტელემედიცინა კი დერმატოლოგიას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ტელედერმატოლოგია ასევე დაეხმარა პაციენტებს თავი დაეცვათ COVID-19-ის ზემოქმედებისგან პანდემიის განმავლობაშიც.

რა არის ტელემედიცინა?

ტელემედიცინა

ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სპეციალისტებს, შეაფასონ, დაადგინონ და უმკურნალონ პაციენტებს დისტანციურად სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიდგომამ დიდი ევოლუცია განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ბევრ ქვეყანაში ის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

როგორ გამოიყენება ტელედერმატოლოგია პაციენტების მოვლაში?

ტელედერმატოლოგია შეიძლება გამოიყენონ პაციენტებმა მაშინ, როდესაც მათ აქვთ აკნე, ან ქრონიკული პირობების მართვისთვის, როგორიცაა ეგზემა ან ატოპიური დერმატიტი. ფოტოები და ვიდეო შეიძლება სრულებით საკმარისი იყოს დიაგნოზის დასახმარებლად ან მედიკამენტების კონსულტაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ პაციენტები გაზრდილ მზაობას აჩვენებენ დერმატოლოგებთან უფრო ხშირად ვიზიტებზე და ჰანი ამბობს, რომ დერმატოლოგები უკეთეს შედეგებს იღებენ ტელედერმატოლოგიის გამოყენებისას.

როგორ აუმჯობესებს ტექნოლოგია ვირტუალურ დერმატოლოგიურ ვიზიტებს

ჰანი ამბობს, რომ პაციენტები ხშირად ითხოვენ ტელედერმატოლოგიურ ვიზიტებს მოხერხებულობის ან ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო, მაგრამ ეს მიდგომა არ არის იდეალური ყველა სიტუაციაში.

დერმატოლოგებს შეიძლება გაუჭირდეთ ნათლად დაინახონ ის ადგილები, რომლებსაც ისინი ათვალიერებენ ტელევიზიტის დროს. სწორედ ამიტომ, დერმატოლოგებისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყონ მათი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ეფექტური ვიზიტის ლოჯისტიკასთან, როგორიცაა ხარისხიანი გამოსახულების გადაღების უნარი და დარწმუნდნენ, რომ ტელეჯანმრთელობის პლატფორმა ორგანიზაციის ჯანმრთელობის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირდება.

ტელეჯანმრთელობის ვიზიტების დროს გამოსახულების ხარისხის საკითხის შესამსუბუქებლად, ჰანი სთავაზობს დერმატოლოგებს, პაციენტებმა გამოაგზავნონ ფოტოები ვიზიტის დანიშვნამდე. ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის საუკეთესოა, შეაგროვონ ეს ფოტოები HIPAA-თან თავსებადი ელფოსტის სერვერის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დაშიფრული და დაცული სურათების შენახვას. სურათების შეგროვება ასევე შესაძლებელია პაციენტის პორტალის ან ტელემედიცინის პორტალის გამოყენებით.

ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სურათების გადაღება, ეხმარება პაციენტებს ხარისხიანი სურათების გადაღებაში. ის ამბობს, რომ პაციენტები ხშირად აგზავნიან ფოტოებს მათი კანის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ბუნდოვანი ან დაბალი ხარისხისაა. AI-ს შეუძლია, უზრუნველყოს პაციენტის მიერ მკვეთრი, კარგად განათებული სურათის გადაღება.

დერმატოლოგიის ხელოვნური ინტელექტის შემდეგი ნაბიჯი არის ტექნოლოგიის სწავლება კანის მდგომარეობის იდენტიფიცირებისთვის კანის ყველა ტონალობაზე, განსაკუთრებით მუქ კანზე.

საჭიროა, ჯანდაცვის ორგანიზაციებმა დაავალონ პაციენტებს შეამოწმონ კამერები და ხმა და დარწმუნდნენ, რომ ისინი იმყოფებიან კარგად განათებულ ადგილას კარგი კავშირით. ეს ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ტექსტის, ელექტრონული ფოსტის ან პაციენტის პორტალის საშუალებით.

„ადამიანები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ ტელედერმატოლოგიური ტექნოლოგიით ან მისი დანერგვით, მაგრამ ეს ყველაფერი გადაჭრადია“, – ამბობს ჰანი. „სანამ დერმატოლოგებს სურთ მონაწილეობა მიიღონ საუბარში უკეთესი პლატფორმების, სამუშაო ნაკადების და სისტემების შესაქმნელად, არსებობს დიდი შესაძლებლობა, რომ მეტ ადამიანს მივცეთ ზრუნვაზე წვდომა.”

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post