fbpx

„Know Your Customer“ (KYC) სტრატეგიის გამოწვევები ფინტექში

kyc

„Know Your Customer“ (KYC) სტრატეგიის გამოწვევები ფინტექში

ეფექტური ფინტექ პროდუქტის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა „Know Your Customer“ (KYC) სტრატეგიის მოთხოვნებისა და ფინანსური რეგულაციების დაცვაა. ტიმ სტრებკოვი, Strebkov Design-ის დამფუძნებელი აანალიზებს, თუ როგორ იყენებენ ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები, როგორებიცაა: Chime, Robinhood და Acorns, UX/UI-ს საუკეთესო პრაქტიკას ზემოხსენებული პრობლემის გადასალახად.

ბაზარზე უკვე ყოველდღიურად უამრავი ახალი ფინტექ აპლიკაცია ჩნდება და სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ახალი აპლიკაციის დიზაინის შექმნა თითქოს უკვე საკმაოდ მარტივი საქმეა. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა, რადგან აპლიკაციის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას უამრავ უნიკალურ გამოწვევასთან აქვს საქმე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს საბოლოო ფინქტექ პროდუქტის ეფექტურობაზე. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა “იცნობდე შენს მომხმარებელს” (KYC) სტრატეგია, რომელსაც ფინანსური მომსახურების ყველა პროვაიდერი უნდა მიჰყვეს.

KYC არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი და შესაბამისობის ფაქტორი ფინტექ პროდუქტების განვითარებაში. მისი მთავარი მიზანი ფინანსური ინსტიტუტების (FIs) დაცვაა პოტენციური თაღლითების ფინანსურ სისტემაში წვდომისგან მათი ექსპლუატაციის შეზღუდვით. ამრიგად, KYC ჩვეულებრივ მოიცავს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა მომხმარებელთა იდენტობის დადგენა და დადასტურება, კლიენტების საქმიანობის ბუნებისა და სახსრების წარმოშობის გაგება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პოტენციური რისკის შეფასება.

ტრადიციულ საბანკო საქმეში, ყველა ამ აქტივობას ხელით მართავდნენ ანგარიშების მენეჯერები და მოითხოვდნენ, კლიენტებს პირადად გადაეცათ პირადობის მოწმობისა და განაცხადის დოკუმენტები/მონაცემები. ფინტექისა და ციფრული ბანკინგის გაჩენით, KYC თანდათან ციფრულ სივრცეში გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებამ მომხმარებლებსაც და ფინტექის პროვაიდერებსაც უპირატესობების ფართო სპექტრი მოუტანა, რამდენიმე გამოწვევა მაინც რჩება.

ქვემოთ მოცემულია KYC-თან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ფინტექ კომპანიები 2022 წელს დგანან:

სათანადო ინფორმაციის მუდმივად მზარდი რაოდენობა

მარეგულირებელი მოთხოვნები მუდმივად იცვლება. სათანადო ინფორმაციის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფინტექ კომპანიებმა მოახერხეს ხელი შეეწყოთ ამ ინფორმაციის დამუშავებისთვის მრავალარხიანი ჩარჩოების შექმნით, რომლებიც მომხმარებელთა თვითმომსახურების პორტალებს იყენებენ თავდაპირველი ინფორმაციისა და დოკუმენტების შეგროვების ან ხელახალი ატესტაციისთვის, ასევე იყენებენ მესამე მხარის მონაცემებს. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს კონკურენტ ბანკებში ფინანსური დანაშაულის კონტროლის ბოლო მიმოხილვისას, ფინანსური ქცევის ორგანომ დაადგინა, რომ ოპონენტების უმეტესობა ვერ ახერხებს კლიენტის სრული ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც საჭიროა მათი კლიენტის რისკის დასადგენად.

გამოტოვებული ბიზნეს შესაძლებლობები

Signicat-ის უახლესი გამოკითხვის თანახმად, ფინანსური სერვისების აპლიკაცია 2021 წელს მომხმარებელთა 68%-მა წაშალა, რაც 63%-ს აღემატება 2020 წელს. ამის ორი ძირითადი მიზეზი იყო ინფორმაციის დამუშავების მოსალოდნელზე დიდი ხანგრძლივობა და დიდი რაოდენობით საჭირო პერსონალური ინფორმაცია.

მონაცემთა და უსაფრთხოების დარღვევის რისკი

ახალმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა ბიომეტრია, ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი, ეხმარება ფინტექებს, მნიშვნელოვნად შეამცირონ მომხმარებლის მონაცემების დარღვევისა და გაჟონვის რისკი. თუმცა, მომხმარებელთა უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს სრული კონტროლი იმაზე, თუ როგორ ინახება მათი პირადი ინფორმაცია და ვის შეუძლია მასზე წვდომა.

”ტექნოლოგია ცვლის მთელ პეიზაჟს, თუ როგორ ხორციელდება KYC. ის აუმჯობესებს CX-ს, ამცირებს ხარჯებს, ზრდის ეფექტურობასა და ხარისხს და აუმჯობესებს რისკების მართვას“, – ამბობს ადამ მეშელი, EY-ის KYC ტექნოლოგიების ლიდერი.

ფინტექ სტარტაპმა SumUp €590 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

SumUp

ფინტექ სტარტაპმა SumUp €590 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რამაც მისი ღირებულება €8 მილიარდამდე, ხოლო მოპოვებული დაფინანსებების ჯამური რაოდენობა €1.5 მილიარდამდე გაზარდა.

როგორ შეუძლია UX დიზაინს გაანეიტრალოს KYC-ის გამოწვევები ფინტექში?

ქვემოთ მოცემულია ორი გზა, რომელიც დაგეხმარებათ, გამოიყენოთ UX დიზაინი ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ KYC-ის გამოწვევები აპებში:

მონაცემთა შეგროვების დაყოფა რამდენიმე ეტაპად – ყოველ ეტაპზე მოცემული იქნება ინსტრუქციები და ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ხდება კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნა და შეგროვება. ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად, ჩამოაყალიბებს ნდობას და მომხმარებლის საერთო გამოცდილებას გააუმჯობესებს.

გამოიყენეთ ვიზუალური გრაფიკა სირთულის შესამცირებლად – რთული ფინანსური ინფორმაციის ვიზუალურად და ინტერაქტიულად წარდგენამ შესაბამის გრაფიკასთან ერთად, ასევე შეიძლება გაამარტივოს და გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება.

KYC მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინტექს პროდუქტების განვითარებაში. მაგრამ, ეფექტური UX დიზაინის ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა დინამიური ვიზუალის გამოყენება, ნაბიჯების დაყოფა და ინსტრუქციების დამატება, დაგეხმარებათ დაძლიოთ KYC-ის ზოგიერთი ძირითადი გამოწვევა ფინტექში.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post