Instagram მომხმარებლებისთვის ახალ სავაჭრო ფუნქციას ამატებს
ამიერიდან Instagram-ზე მომხმარებლებს შეეძლებათ, ბრენდებს პროდუქციის საფასური პირდაპირ პირადი შეტყობინებების ველში გადაუხადონ, განაცხადა კომპანიამ დღეს. მყიდველებს ასევე შეეძლებათ, კომპანიებს პროდუქტების შესახებ კითხვები დაუსვან.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ინსტაგრამზე ბევრი მცირე ბიზნესი უკვე არაფორმალურად ამ პროცესს უკვე გადის – DM-ის საშუალებით ისინი მომხმარებლებთან აზიარებენ ანგარიშის ნომრებს, ატყობინებენ შეკვეთილი პროდუქტის ადგილმდებარეობას და ა.შ. შეტყობინებებში გადახდები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კვალიფიციური ანგარიშებისთვის, რომლებმაც შექმნეს ბიზნეს ანგარიში Instagram-ზე.
გადახდის მოთხოვნის შესაძლებლობა პირდაპირ შეტყობინებების საშუალებით შესაძლებელს ხდის, სხვა აპების მეშვეობით ინვოისის გაგზავნის დამატებით საფეხური ბიზნესებმა თავიდან აირიდონ. ამ ნაბიჯის შეთავაზებით ინსტაგრამი არის აპი, სადაც მყიდველები პოულობენ ბრენდებს, ათვალიერებენ პროდუქტებს და ასრულებენ შესყიდვებს აპიდან გაუსვლელად.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პლატფორმამ შოპინგი აპს-შიდა გამოცდილების ცენტრალურ ნაწილად აქცია. TikTok-ზე შოპინგის კონკურენციის მიზნით, Instagram-მა Reels-ის ფუნქციაც დაამატა.