Tesla-მ თავისი ბიტკოინის 75 პროცენტი გაყიდა
ცოტა ხნის წინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ ბიტკოინის საკუთრების 75 პროცენტი გაყიდა. გასულ წელს Tesla-მ 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბიტკოინში და გამოაცხადა, რომ იგი მიიღებდა ბიტკოინს გადახდის სახით. ტესლამ ბიტკოინის მიღება მარტის ბოლოს დაიწყო, თუმცა, მაისში, სულ რაღაც 49 დღის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
უახლეს ანგარიშში Tesla ამბობს, რომ მისი დარჩენილი „ციფრული აქტივების“ ღირებულება 218 მილიონი დოლარია, მაშინ, როცა წინა კვარტალებში ეს ციფრი დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი იყო.
მასკმა მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც რაიმე ვერდიქტი ბიტკოინის შესახებ“. მან თქვა, ტესლამ თავისი წილი ბიტკოინი იმიტომ გაყიდა, რომ „შეშფოთებული იყო კომპანიის მთლიანი ლიკვიდობით.”
რაც შეეხება ელექტრო მანქანების დამზადების ბიზნესს – სადაც, როგორც ჩანს, ყოველდღიურად ახალი კონკურენტები ჩნდებიან, კომპანია იტყობინება, რომ მან მიიღო $2.26 მილიარდი დოლარის მოგება ამ კვარტალში, რაც დაახლოებით 31 პროცენტით არის შემცირებული გასულ კვარტალთან შედარებით.
Tesla-მ ამ თვის დასაწყისში გამოაცხადა, რომ გაყიდვები დაახლოებით 18 პროცენტით შემცირდა პირველ კვარტალთან შედარებით. მან ასევე აწარმოა დაახლოებით 15 პროცენტით ნაკლები მანქანა ამ კვარტალში გასულთან შედარებით.
სხვა სირთულეები, რომლებსაც ავტომწარმოებლები აწყდებიან, არის გაზრდილი ფასები ნედლეულიდან ლოჯისტიკამდე, უფრო მაღალი ფიქსირებული ხარჯები და, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული „ბიტკოინის გაუფასურება“.