ამიერიდან ინსტაგრამი თქვენს ფოტოებს reels-ებად გარდაქმნის
თუკი თქვენი ანგარიში საჯაროა, Instagram-ის პლატფორმაზე მალე ფოტოების რემიქსის გაკეთების საშუალება გექნებათ. Instagram ამბობს, რომ მომავალ კვირებში ეს სერვისი უკვე საყოველთაო გახდება და ფოტოების რემიქსი ავტომატურად გარდაიქმნება Reels-ად, TikTok-ის მსგავს ვიდეოებად. ცვლილება მიზნად ისახავს Reels-ის შემქმნელებს, მეცეთ მოტივაცია, შექმნან მეტი კონტენტი, რათა ინსტაგრამმა TikTok-ს დიდი კონკურენცია გაუწიოს.
Meta-ს სპიკერის თქმით, Remixing-ის ფუნქცია ჩართული იქნება ნაგულისხმევად, მაგრამ Instagram მისი გამორთვის გზებსაც უზრუნველყოფს. მომხმარებლები შეძლებენ გამორთონ რემიქსი ცალკეულ ფოტოებზე ან ანგარიშის დონეზე პარამეტრების მენიუდან. ფუნქციის გაშვებამდე გამოქვეყნებულ ნებისმიერ ფოტოს თავისთავად ექნება რემიქსი გამორთული, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ ჩართოთ რემიქსი ცალკეული პოსტებისთვის.
“იმის გამო, რომ reels-ები გვთავაზობენ ინსტაგრამზე ვიდეოების ყურებისა და შექმნის უფრო საინტერესო და გასართობ გზას, ჩვენ ამ კრეატიულ ხელსაწყოებს გამოცდილებას შემოგთავაზებთ თქვენს ვიდეო პოსტებშიც. მომდევნო კვირებში, 15 წუთზე მოკლე ვიდეო პოსტები გაზიარებული იქნება reels-ების სახით. ამ ცვლილებამდე გამოქვეყნებული ვიდეოები დარჩება ვიდეოებად და არ გახდება reels-ები,” – ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.