Excel-ის ცხრილებით შექმნილი პირველი NFT-ები გაყიდვაშია
მსოფლიოში პირველი Microsoft Excel-ით შექმნილი NFT ხელოვნების კოლექცია სულ ახლახან გაიყიდა. როგორც ცნობილია, შემოსული თანხა უკრაინის ომში დაზარალებულებს გადაერიცხებათ.
რაც შეეხება კოლექციას, Exel-ით აწყობილ NFT-ებზე გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პორტრეტები და კონფლიქტის სხვა სცენები.
მიუხედავად იმისა, რომ Excel-ის ხელოვნება თავისთავად ახალი არ არის და სხვა ნამუშევრები უკვე არაერთხელ გადაიქცა NFT-ებად, Datarails-ის NFT-ები პირველი XLS (ტიპიური Microsoft Excel ფაილის ფორმატი) ტოკენიზებული და ბლოკჩეინზე განთავსებული ფაილია, რომელიც გაიყიდა.
როგორც უკვე იცით, NFT-ები, ანუ შეუცვლელი ჟეტონები, არის კოლექციური ნივთის ტიპი, რომელიც ადასტურებს კონკრეტული ციფრული აქტივის საკუთრებას, იქნება ეს სურათი, ვიდეო თუ მუსიკა. NFT-ები აქამდე მრავალი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც არაერთი ტოკენი მოიპარეს ჰაკერებმა და თაღლითებმა.
NFT რევოლუციამ ერთგვარად გზა უნდა მისცეს ახალ და მომავალ მხატვრებს მათი ნამუშევრების მონეტიზაციისთვის, მაგრამ მათ ასევე ხშირად იყენებენ ცნობილი ადამიანები სწრაფი ფულის გამომუშავების საშუალებად.
მიუხედავად ამისა, პროექტის ავტორს, Datarails-ს სჯერა, რომ მისი გაყიდვა იდეალური საშუალებაა კარგი მიზნისთვის სახსრების გამომუშავებისთვის. ამ შემთხვევაში, NFT არ არის საინვესტიციო საშუალება, არამედ ის ტრადიციული შემოწირულობის როლს თამაშობს.