fbpx

YouTube არხების მაღაზიას ხსნის

youtube

YouTube არხების მაღაზიას ხსნის

YouTube-მა შესაძლოა, ონლაინ არხების მაღაზია გახსნას სტრიმინგის სერვისებისთვის, რომელიც იუთუბ აპლიკაციაშივე განთავსდება. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, მაღაზია პირდაპირ კონკურენციას უწევს Amazon-ს, Roku-სა და Apple-ს, სამ ტექნიკურ გიგანტს, რომლებიც სტრიმინგის სააბონენტო ჰაბებს უკვე კარგა ხანია, გვთავაზობენ.

წყაროები ამბობენ, რომ კომპანია 18 თვის განმავლობაში მუშაობდა არხების მაღაზიაზე და შემოდგომაზე უკვე შეთავაზებების გაშვებას გეგმავს. როგორც ჩანს, იუთუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე დიდ კომპანიასთან და გამოწერის შემოსავლის გაზიარებას სტრიმინგ პარტნიორებთან განიხილავს.

რა შესაძლებლობას უქმნის LinkedIn-ის ახალი ფუნქცია კრეატორებს?

linkedin

LinkedIn-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას სპეციალურად კონტენტ კრეატორებზე მორგებული ახალი ფუნქციები დაემატება, რომელთა მეშვეობითაც ისინი

თუ იუთუბი სტრიმინგის სერვისების ბაზარზე შევა, აბონენტებს მრავალი სერვისის შეძენა ერთი აპლიკაციის საშუალებით ნამდვილად გაუადვილდებათ. მიუხედავად იმისა, რომ YouTube TV უკვე სთავაზობს თავის აბონენტებს ისეთი სერვისების დამატების საშუალებას, როგორიცაა HBO Max მათ სტრიმინგ პაკეტში, ახალი არხების მაღაზია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გამოიწერონ ცალკეული სტრიმინგის სერვისები YouTube-ის მთავარი აპლიკაციის მეშვეობით.

ეს ნაბიჯი ძალიან ლოგიკურია იუთუბისთვის. იმის ნაცვლად, რომ პლატფორმამ დიდი ოდენობით ფული დახარჯოს ორიგინალურ კონტენტზე (გახსოვთ YouTube Originals?), ტექნიკურ კომპანიას შეუძლია, სხვა სტრიმინგ სერვისებზე უზრუნველყოს წვდომა და მაინც დიდი ოდენობით შემოსავალი გამოიმუშაოს. გამოდის, რომ იუთუბს შუამავლის როლი ექნება სტრიმერსა და აბონენტს შორის და გამოწერის საფასურის პროცენტს აიღებს.

გარდა ამისა, თვეში დაახლოებით 2 მილიარდი მაყურებლით, YouTube არხის მაღაზია მიმზიდველი პარტნიორი იქნება სტრიმინგ სერვისებისთვის, რომლებსაც უფრო მეტი აბონენტის მოზიდვა სურთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post