რეალ მადრიდი მეტავერსს უერთდება – ინტერვიუ პროექტის ხელმძღვანელ ლევან ბოძაშვილთან
ესპანეთისა და მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულმა საფეხბურთო გუნდმა, რეალ მადრიდმა, მეტავერსსა და Web3-ის ახალ სამყაროში გაწევრიანება განიზრახა.
როგორც ცნობილია, სავაჭრო ნიშნის ადვოკატის მაიკ კონდუდისის მიერ გამოქვეყნებული ტვიტისმიხედვით, განაცხადი შეტანილია შეერთებული შტატების პატენტით. რეალმა უკვე შეუკვეთავირტუალური რეალობის აპარატურა, ვირტუალური რეალობის სათვალეები, ჩაფხუტები, თამაშისთვისგანკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა, სიმულაციური პროგრამა, კრიპტოგრაფიული პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ
ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული ლევან ბოძაშვილი, რომელიც პროექტს თავადხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მას პირადად გავსაუბრებოდით.
– რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო კლუბების ტოკენიზაცია და მეტავერსში გადასვლა ამ ეტაპზე?
ეს პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს უკვე კარგა ხანია. გამომდინარე იქიდან, რომ ფანებისაფეხბურთო კლუბებისთვის არამხოლოდ მხარდაჭერის გამზიარებლებს, არამედ ერთგვარშემოსავლის წყაროსაც წარმოადგენენ, კლუბებმა გადაწყვიტეს, ჩაერთონ ტოკენიზაციაში დაგადავიდნენ ახალ, web3 სამყაროში, სადაც ისინი შემოსავლის ახალ გზებს აითვისებენ. რამდენიმეგუნდს უკვე საკუთარი კრიპტოვალუტაც აქვს.
– კონკრეტულად რა პროცესებში ხართ თქვენ ჩართული?
თქვენ იცით, რომ რეალ-მადრიდს უდიდესი ფანკლუბი ჰყავს, რის გამოც, DAO – დეცენტრალიზებულიავტონომიური ორგანიზაცია რეალისთვის ყველაზე მისაღები ფორმაა იმისთვის, რომ ადამიანებიგაწევრიანდნენ. ეს იქნება, ფაქტობრივად, რეალ-მადრიდის გადატანა მეტავერსში, სადაცფანკლუბის წევრებს ექნათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, როგორებიცააკლუბის მართვა, თუ იმ სარგებლის მიღება და შიდა კონტენტის ნახვა, რომელსაც რეალ-მადრიდითავისი საქმიანობის განმავლობაში შექმნის. სწორედ ამ პროცესში ვარ აქტიურად ჩართული.
– და ბოლოს, როგორ დაიწყო ეს პროექტი?
მე მაქვს ესპანეთში კომპანია, რომელიც მეტავერსის მიმართულებით მეორე წელია, საქმიანობს. ამეტაპზე ჩვენ ესპანეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტს ვუკეთებთ ტექნოპარკების მშენებლობისპროექტებს, რაშიც დიდ როლს თამაშობს web3 და მეტავერსი. სწორედ ამით დაინტერესდა რეალ-მადრიდის ხელმძღვანელი და ეს საქმე ჩვენ მოგვანდო. ამჯერად საბოლოო პარამეტრებს ვათანხმებთ.