ალტე უნივერსიტეტი WEB 3.0 კონფერენციას მასპინძლობს
29 ივნისს, 14:00 სთ-ზე, ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს ფორუმის „გზა მომავლისკენ“ ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის, სტარტაპ გარაჟის, ბიზნესისა და სამართლის სკოლების ინიციატივით, WEB 3.0 კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისაუბრებენ WEB 3.0-ის, ანუ ახალი თაობის ინტერნეტქსელის ამჟამინდელ და მომავალ შესაძლებლობებზე, ბლოკჩეინისა და NFT-ის მომავალზე, სამართლებრივი ჩარჩოების ცვლილილებებსა და კრიპტოვალუტის შესაძლო რეგულაციებზე, ასევე ელექტრონულ მმართველობასა და ტექნოლოგიური განათლების მომავალზე.
„WEB 3.0 ტექნოლოგიები უკვე ნაწილობრივ შემოსულია და ჩვენი ცხოვრების არაერთი მიმართულებით ცვლილებას განაპირობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ და გავიაზროთ მისი გამოწვევები და შესაძლებლობები. სხვადასხვა სფეროს ექსპერტების შეკრება კი ყოველთვის ახალ თანაკვეთებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ეს კონფერენცია ნებისმიერი ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა იქნება იგი მოსწავლე, სტუდენტი, სტარტაპერი, მკვლევარი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ სხვა, წარმოადგენს უნიკალურ შანსს, მიიღოს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნის შესახებ“, – აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი ნანა დიხამინჯია.
კონფერენციის მომხსენებლების სია საკმაოდ წარმომადგენლობითია. მათ შორის არიან:
• მაიკ ვილი – Ultima Labs Web3 Studio-ს დამფუძნებელი;
• დენ კოგანი – Open Valley Israel-ის სამეწარმეო განათლების ექსპერტი;
• მაიკ დავარი – Squire Patton Boggs-ის Senior Associate;
• დავით თვალჭრელიძე – TechTalks-ის დამფუძნებელი;
• ზურაბ პერტაია – TBC IT აკადემიის ხელმძღვანელი;
• ნანა დიხამინჯია – ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი;
• დავით კიკვიძე – ფინტექ ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
• ქეთევან ცხადაძე – ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
• ავთანდილ კუჭავა – კრიპტობაზრის დამფუძნებელი;
• გაბრიელ მელივა – Kvalifika-ს დამფუძნებელი;
• ნინო ლორთქიფანიძე – Crossroads CIO;
• ანა რობაქიძე – Theneo-ს CEO;
• ნინო გვაზავა – HT Solutions CEO;
• ლუკა ლომსაძე – Ambry-ს თანადამფუძნებელი;
• დავით კიზირია – ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორი და სხვები.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.