fbpx

Android-ს ახალი ფუნქციები ექნება

Android

Android-ს ახალი ფუნქციები ექნება

Android-მა ცოტა ხნის წინ ახალი ფუნქციების შესახებ დააანონსა. ქვემოთ მოცემულია ოთხი ძირითადი ახალი ფუნქცია, რომელიც დღესდღეობით უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდზე.

ანოტაცია

მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი თითები საიმისოდ, რომ PDF-ებზე შეიტანონ ცვლილებები, როგორებიცაა: ტექსტის ხაზგასმა, შენიშვნების ხელით დამატება და სხვა.

Mute ფუნქცია ვიდეოზარის დროს

თუ ოდესმე ყოფილხართ Google Meet-ის შეხვედრაზე და გარშემო არსებული ხმაურის დამალვა გსურდათ, აღფრთოვანებული იქნებით ამ ფუნქციით. Google Meet ახლა გთავაზობთ ხმაურის გაუქმების ფუნქციას Android-ის მობილურ მოწყობილობებზე ზარების დროს, ასე რომ, უსიამოვნო ხმები სულ მალე აღარ შეგაწუხებთ.

ახალი emoji კომბინაციები

Emoji Kitchen – საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააერთიანონ emoji-ის დიზაინები. თანაც, ახლახან ანდროის ახალი კომბინაციებიც დაემატა.

გვერდის გადიდება

Android ტელეფონებისა და ტაბლეტების Chrome Beta საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაზარდონ თავიანთი Chrome-ის ინტერფეისის ზომა 300 პროცენტამდე. ეს ფუნქცია ამჟამად მხოლოდ Chrome Beta-სთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე გამოვა ყველა მომხმარებლისთვისაც.

სწრაფი დაკავშირება

მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი Bluetooth ყურსასმენების დაკავშირება თავიანთ Chromebook- ებზე, სწრაფი დაკავშირების ფუნქციის გამოყენებით.

WhatsApp ნიუსლეთერების ფუნქციაზე მუშაობს

ნიუსლეთერის

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, WhatsApp პირადი ნიუსლეთერების შექმნაზე მუშაობს. ინსტრუმენტი ამჟამად დამუშავების პროცესშია და აპის მომავალ განახლებაში უკვე შევძლებთ ამ ფუნქციის პოვნას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post