Android-ის მომხმარებლებს ბოლო 15 წუთის საძიებო ისტორიის წაშლა შეეძლებათ
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Google Android-ის მომხმარებლებისთვის ახალ ფუნქციას ამატებს: მათ უკვე შეეძლებათ, ბოლო 15 წუთის საძიებო ისტორიის წაშლა. iPhone-ის მომხმარებლები ამ ფუნქციას გასული ზაფხულიდან იყენებენ. ამ პერიოდში Google-მა მხოლოდ თავის iOS აპლიკაციაში გახადა დასაშვები ბოლო წუთების ისტორიის წაშლა.
ახლა უკვე Android-ის მომხმარებლებსაც აქვთ ამ ფუნქციით სარგებლობის საშუალება. მეტიც, ანდროიდის ზოგიერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ ეს ფუნქცია მათთვის უკვე ხელმისაწვდომია.
როგორ მუშაობს ეს ფუნქცია?
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ ახალი, მოსახერხებელი ხელსაწყოთი, უბრალოდ უნდა გახსნათ Google აპლიკაცია თქვენს Android მოწყობილობაში და გადახვიდეთ თქვენს პროფილზე. მენიუში, კერძოდ, ძიების ისტორიის განყოფილებაში, იხილავთ “ბოლო 15 წუთის წაშლის” შემოთავაზებას. საჭიროა, მხოლოდ ერთი დაწკაპუნება და Google-ის აპლიკაცია დაუყოვნებლივ წაშლის თქვენი ძიების ისტორიის ბოლო 15 წუთს.
At Google I/O 2021, Google announced it'd roll out an option to delete the last 15 minutes of your search history. This rolled out on iOS in July 2021 but was said to come to Android later. Well, it appears to now be rolling out!
Thanks to @panduu221 for the tip! pic.twitter.com/gdtAa1pIFo
— Mishaal Rahman (@MishaalRahman) March 18, 2022
აღსანიშნავია, რომ აქამდე Google-მა უკვე შესთავაზა სხვადასხვა გზა მომხმარებლებს, წაეშალათ მათი ძიების მთელი ისტორია. თუმცა, ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს შეეძლოთ, საკუთარი ხელით ამოეღოთ ცალკეული ელემენტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზაც საჭირო იყო მომხმარებლებისთვის, არც ერთი ეს ვარიანტი არაა განსაკუთრებით მოსახერხებელი, თუ გვსურს, რომ სწრაფად გავასუფთავოთ ისტორია მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ღილაკზე დაჭერით. 15 წუთიანი ისტორიის წაშლის ვარიანტი, როგორც ჩანს, იდეალური ინსტრუმენტია ამისთვის.
ეს ფუნქცია ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება Google აპლიკაციის iOS და Android ვერსიებზე. აქვე გეტყვით, რომ Google-ს ჯერ არ უთქვამს, იქნება თუ არა ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის Google Search-ის დესკტოპის ვერსიაზე.