fbpx

რუსეთის App Store-ში Apple-მა პუტინის ოპოზიციური აპლიკაცია დააბრუნა

App

რუსეთის App Store-ში Apple-მა პუტინის ოპოზიციური აპლიკაცია დააბრუნა

ხმის მიცემის აპლიკაცია, რომელსაც პუტინის ცნობილი კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მართავენ, კვლავ ხელმისაწვდომია Apple-ის რუსულ App Store-ზე, იტყობინება The Washington Post. Apple-მაც და Google-მაც აპი გასულ წელს მას შემდეგ წაშალეს, რაც კრემლი კომპანიას ქვეყანაში თანამშრომლების სისხლისსამართლებრივ დევნას დაემუქრა.

„ჭკვიანი ხმის მიცემის“ აპლიკაცია ათასზე მეტ რუს პოლიტიკურ კანდიდატს აერთიანებს, რომელთათვისაც პლატფორმის მეშვეობით ხმის მიცემაა შესაძლებელი. აპლიკაციის იდეაა, დაეხმაროს მოქალაქეებს ხმების კონსოლიდაციაში მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დე ფაქტო ლიდერად ჰყავს. აპლიკაციის ამოღებაზე ზეწოლა სექტემბერში რუსეთის საკანონმდებლო არჩევნების წინ დაიწყო.

აპლიკაციის App Store-ში აღდგენის გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც Apple-მა და სხვა კომპანიებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. Apple-მა განაცხადა, რომ მარტის დასაწყისში ყველა ტიპის პროდუქტის გაყიდვას შეაჩერებდა რუსეთში, ხოლო მთავარმა კონკურენტმა Samsung-მა ასევე შეაჩერა მიწოდება ქვეყანაში. Financial Times იტყობინება, რომ სმარტფონების ჩინელმა მოვაჭრეებმაც შეამცირეს მიწოდება რუსეთში, რადგან რუბლის ღირებულების დაცემამ გაართულა ტელეფონების გაყიდვა ქვეყანაში.

აქტივისტები ამტკიცებენ, რომ დასავლური კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელონ პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება რუსეთში, რადგან მას შეუძლია ქვეყნის მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს და მთავრობის ცენზურას წინ აღუდგეს. მსგავსი მცდელობები უკვე არაერთხელ იყო; ასევე, BBC-მ და Twitter-მა გამოუშვა მათი საიტების ისეთი ვერსიები, რომლებიც ცენზურისადმი მდგრადი ბრაუზერისთვისაა შექმნილი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post