fbpx

ვინ არიან არააკრედიტებული ინვესტორები?

არააკრედიტირებული ინვესტორები

ვინ არიან არააკრედიტებული ინვესტორები?

არააკრედიტებული ინვესტორები არიან ის ინვესტორები, რომელთა შემოსავალი ან ქონების ღირებულება არ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის (SEC) მიერ დადგენილ მაჩვენებელს. ამასთანავე, აკრედიტებული ინვესტორი შეიძლება იყოს ბანკი ან კომპანია, მაგრამ ეს ცნება, ძირითადად, გამოიყენება იმ პირების დასახასიათებლად, რომლებიც ფინანსების მიმართულებით საკმარის ცოდნას ფლობენ, რათა იზრუნონ საკუთარ საინვესტიციო საქმიანობაზე ბირჟის კომისიის დაცვის გარეშე.

 

აკრედიტებული ინვესტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან რომელიმეს:

• მათი ქონების ღირებულება უნდა იყოს 1 მილიონ დოლარზე მეტი მათი ძირითადი საცხოვრებლის ღირებულების გამოკლებით;

• მათ უნდა ჰქონდეთ 200,000 დოლარზე მეტი შემოსავალი ყოველწლიურად;

• ინვესტორს და მის მეუღლეს უნდა ჰქონეს 300,000 აშშ დოლარი კომბინირებული შემოსავალი ყოველწლიურად;

საპირისპიროდ, არააკრედიტებული ინვესტორი არის ის, ვინც ყოველწლიურად გამოიმუშავებს 200 000 დოლარზე ნაკლებს და რომელსაც ასევე აქვს 1 მილიონ დოლარზე ნაკლები ოდენობის ქონება.

არააკრედიტებული ინვესტორები შეადგენენ ინვესტორების დიდ ნაწილს მსოფლიოში. ფაქტობრივად, ამერიკელი ინვესტორების 95% სწორედ ამ ტიპს განეკუთვნება. აქვე გეტყვით, რომ ისინი შეზღუდული არიან საინვესტიციო არჩევანში საკუთარი უსაფრთხოებისთვის. 1929 წლის დეპრესიის შემდეგ ჩვეულებრივ ხალხს, რომელთაც არ ესმით ეს საკითხი, არარელევანტური ინვესტიციების ჩადებისგან სწორედ SEC იცავს.

SEC იყენებს აქტებსა და რეგულაციებს იმის დასადგენად, თუ რაში შეუძლია ინვესტირება მოახდინოს არააკრედიტებულმა ინვესტორმა და რა უნდა უზრუნველყოს ამ ინვესტიციებმა დოკუმენტაციისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. კერძო ფონდებს, კერძო კომპანიებს და ჰეჯ-ფონდებს შეუძლიათ, გააკეთონ ისეთი რამ, რაც ურთიერთდახმარების ფონდებს არ შეუძლიათ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ, ძირითადად, საქმე აქვთ აკრედიტებულ ინვესტორებთან.

აღსანიშნავია, რომ არააკრედიტებული ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა რეგულირდება მრავალი წესითა და რეგულაციით. არააკრედიტებული ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებით დაინტერესებულ კომპანიებს მოეთხოვებათ გაამჟღავნონ დიდი რაოდენობით ფინანსური ინფორმაცია – როგორც შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების, ისე კომპანიის შეთავაზების შესახებ – რათა ინვესტიციით დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.

ამ გამჟღავნებისთვის საჭირო სისტემებისა და პროცესების გაერთიანება აქამდე შრომატევადი და ძვირი იყო; შედეგად, ბევრი კომპანია ამ პროცესებს გვერდს უვლიდა და სანაცვლოდ მხოლოდ აკრედიტებულ ინვესტორებს ემსახურებოდა. თუმცა, მარეგულირებელ კანონმდებლობაში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა კომპანიებს გაუადვილა და უფრო მოგებიანი გახადა ფასიანი ქაღალდების შეთავაზება არააკრედიტებული ინვესტორებისთვის. შედეგად, მეტი საინვესტიციო შესაძლებლობა ახლა არააკრედიტებული ინვესტორებისთვისაცაა ხელმისაწვდომი.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტებული ინვესტორის სტატუსის მიღწევა სულაც არ არის აუცილებელი, რომ გქონდეთ საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა, ეს თქვენთვის, რა თქმა უნდა, მაინც სასარგებლო იქნება. ასე ნაკლებ წინაღობას გადააწყდებით და უფრო მეტი შანსი გექნებათ, თქვენი მატერიალური რესურსი გაზარდოთ.

2020 წლის აგვისტოში, SEC-მა შეცვალა „აკრედიტებული ინვესტორის“ განმარტება, რის მიხედვითაც პირებს, რომლებიც შეიძლება, არ აკმაყოფილებდნენ ქონების ღირებულების ან შემოსავლის მოთხოვნებს, მაგრამ რომლებსაც აქვთ საკმარისი გამოცდილება ან ფინანსური ცოდნა, ახლა უფრო ადვილად შეუძლიათ, აიღონ აკრედიტებულის კვალიფიკაცია და, შესაბამისად, შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ინვესტიციის მეტ შესაძლებლობაში.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post