Array Ventures სტარტაპებში $56 მლნ ინვესტიციას ჩადებს
Array Ventures 30 მაღალტექნოლოგიურ სტარტაპში $56.1 მილიონის ინვესტირებას გეგმავს. ფირმა ამჯერად თითოეულ გარიგებაში 15%-იან მფლობელობას უმიზნებს.
ფონდის შესახებ
ფონდი შრუტი განდიმ 2015 წელს დააფუძნა. Pitchbook-ის თანახმად, ფონდი ინვესტიციას დებს ძირითადად Pre-Seed ეტაპის Enterprise სტარტაპებში, რომლებიც მონაცემებსა და მანქანურ სწავლებაზე არიან ორიენტირებულნი.
ფირმების უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი Enterprise ტექნოლოგიაში დებენ ინვესტიციებს, მაგრამ ისინი, ძირითადად, bottom-up SaaS კომპანიებზე არიან ფოკუსირებულნი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ Array Ventures არ უჭერს მხარს vertical SaaS პროდუქტებს, – აღნიშნავს შრუტი განდი.
განდის თქმით, ყველაფერს, რასაც გარე ინტერფეისზე ვხედავთ, ძლიერი დამხმარე ტექნოლოგია სჭირდება, რომელიც დიდ მონაცემებს გაუმკლავდება და მომხმარებელს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს. სწორედ ამიტომ, Array Ventures ისეთ სტარტაპებში დებს ინვესტიციას, რომელთა აქცენტი უსაფრთხოების, მონაცემებისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისკენაა მიმართული.
აღსანიშნია, რომ ფონდის პორტფელის მესამედზე მეტს ქალი დამფუძნებლები ხელმძღვანელობენ და ეს შემთხვევითი არაა.
ტექნოლოგიურ ბაზარს გარკვეული მცდარი წარმოდგენები აქვს ქალების მიმართ – როდესაც ისინი კომპანიას აფუძნებენ, ხალხი ფიქრობს, რომ ეს სამომხმარებლო კომპანია იქნება. ჩემ მიმართ დამოკიდებულებებშიც ყოფილა მსგავსი ტენდენციები, – აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით განდი.