fbpx

Google-ის სტაჟირებიდან Backbone-მდე – მანეტ ხაირას ამბავი

Backbone

Google-ის სტაჟირებიდან Backbone-მდე – მანეტ ხაირას ამბავი

მანეტ ხაირა ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტი იყო, როდესაც Google-ში სტაჟირებას გადიოდა. იქ მას ყოველდღიურად უწევდა ღრუბელის თამაშების გუნდში სხვადასხვა დავალების კეთება, თუმცა, ყველაზე მეტად მანეტი ამ პერიოდში მისი სტარტაპის იდეაზე ფიქრობდა: მას ჰქონდა ისეთი მოწყობილობის შექმნის იდეა, რომელიც iPhone-ის ეფექტურ პორტატულ Xbox-ად გადაქცევას შეძლებდა.

ხაირამ იცოდა, რომ მობილური თამაშები მისი განყოფილების მომავალი იყო, ამიტომ მან მოაწყო მარტივი, მაგრამ პირდაპირი პრეზენტაცია მისი თანამშრონლებისთვის მობილური სტრიმინგის თამაშების მომავალზე. პრეზენტაცია კომპანიის შიგნით მალევე ვირუსულად გავრცელდა და მან ტოპ აღმასრულებლებამდე მიაღწია, რომლებიც აღფრთოვანებული იყვნენ ხაირათი.

ყოველივე ამის შემდეგ, სტუდენტს ეყო გამბედაობა, დაეტოვებინა Google და მთელი მისი დრო თავის სტარტაპზე დაეხარჯა. “საშუალო ამერიკულ ოჯახს სათამაშო მოწყობილობები აქვს, მაგრამ, ამავდროულად – მხოლოდ ერთი ტელევიზორი. ჩვენი მოწყობილობით, თქვენ შეგეძლოთ თქვენი პლატფორმის თამაშების სტრიმინგი, სანამ თქვენი პარტნიორი უყურებს Netflix-ს”, – თქვა ხაირამ.

ხაირამ ნელ-ნელა პრეზენტაციის გაკეთების უნარი გამოიმუშავა და მრავალი ინვესტორის ყურადღების მიპყრობა შეძლო. პროდუქტის შექმნის შემდეგ მან თავის სტარტაპს Backbone უწოდა. ხოლო როგორც კი მოწყობილობამ მომხმარებლების მოზიდვა დაიწყო, მან ასევე მიიპყრო ინვესტორების გუნდის ყურადღება Index Ventures-ში. გუნდს ჰქონდა სათამაშო სტარტაპებთან მუშაობის დიდი გამოცდილება – ისინი Discord-ისა და Roblox-ის ინვესტორები იყვნენ. საბოლოოდ, Index Ventures-მა Backbone $40 მილიონიანი სერიის A რაუნდში დააფინანსა, ისეთ ცნობილ ინვესტორებთან ერთად, როგორებიც არიან: კევინ ჰარტი, აბელ “The Weeknd” Tesfaye, Richard “Post Malone” Post, Amy Schumer და მუსიკალური პროდიუსერი კრისტოფერ კომსტოკი, ცნობილი, როგორც “Marshmello”, რომელმაც ინვესტიცია Backbone-ის ადრინდელ რაუნდში ჩადო.

ხაირა თავის წარმატებულ ზრდას იმ პრეზენტაციას უკავშირებს, რომელმაც გუგლის გუნდში ოდესღაც ყველა აღაფრთოვანა. „მან მომცა ფორმულა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამეკეთებინა კარგი პრეზენტაცია“, – თქვა მან.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post