ცოტა რამ Apple-ს ახალი აპლიკაციის, Balance-ის შესახებ
Mac-ისთვის არსებობს დროის თვალყურის დევნების უამრავი აპი, რომლებიც ავტომატურად აღრიცხავს სისტემაში გატარებულ საათებს. ზოგიერთი კი გთავაზობთ დეტალურ მონაცემებს, რომლებიც გეტყვით, რამდენი დრო დახარჯეთ კონკრეტულ აპზე. ახალი აპლიკაცია, სახელწოდებით Balance, ოდნავ განსხვავებული მიდგომით მოქმედებს დროის აღრიცხვის მიმართ, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ხელით აკონტროლონ დრო, რომელსაც ეკრანის წინ ატარებენ.
Balance იმედოვნებს, რომ მომხმარებლებს დაეხმარება შექმნან ჯანსაღი სამუშაო ჩვევები, ვიდრე მიიღონ დეტალური მონაცემები მათი პროდუქტიულობის შესახებ. ის არ გეტყვით, რომ დიდხანს იყენებდით კონკრეტულ მომენტში Slack, Microsoft Teams, Chrome ან ნებისმიერ სხვა აპლიკაციას კომპიუტერში, მაგრამ შემოგთავაზებთ ზოგად ინფორმაციას სისტემის საერთო გამოყენებისა და სხვადასხვა სესიებზე გატარებულ დროს კვირაში.
იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს, Balance გამოგიგზავნით შეხსენებას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ვებსაიტი ჩართულია ხუთ წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მაშინ, როცა მას არ იყენებთ. გარდა ამისა, სისტემა მყისვე წყვეტს მუშაობას, თუკი თქვენს Macbook-ს დახურავთ. თუმცა, სამწუხაროდ, თუ თქვენი სისტემა “იძინებს”, ბალანსი კვლავ ჩართული იქნება.
იმის გამო, რომ ავტომატური თვალყურის დევნება არ ხორციელდება, აპლიკაცია ვერ ხვდება, შეისვენეთ თუ არა მაშინაც კი, როცა კომპიუტერს შორდებით. ასე რომ, ის მაინც შეგახსენებთ შესვენების საჭიროებას 60 წუთის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაარეგულიროთ ასეთი პარამეტრები, თქვენზე მორგებული გრაფიკის მიხედვით.
Balance ასევე გთავაზობთ Pomodoro ტაიმერს (25 წუთი ჩართული და 5 წუთი გამორთვა) ფოკუსის რეჟიმის მენიუდან. აპლიკაცია “ცხოვრობს” თქვენი Mac-ის მენიუს ზოლში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ სწრაფად შეხვიდეთ მასში. ის ნაგულისხმევად აჩვენებს მიმდინარე სესიის აქტიურ დროს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ იგი სესიის მთლიან ხანგრძლივობაზე, შესვენებების ჩათვლით ან ბოლო შესვენების შემდეგ.
ალექსანდრე სენდბერგი, Balance-ის დეველოპერი, ამბობს, რომ მან შექმნა აპლიკაცია, რადგან მას სურდა დროის მეთვალყურეობის აპლიკაცია, რომელსიც ერთგვარად სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს შექმნიდა. სახლიდან მუშაობისას ის ხშირად იჯდა თავისი სისტემის წინ სამუშაო საათების შემდეგ და სწორედ მაშინ იფიქრა ბალანსის შექმნაზე.
ბალანსი ხელმისაწვდომია უფასოდ ყველასთვის, Pro ვერსია ღირს $2,49 თვეში (ან $24,99 წელიწადში).