fbpx

Bolt უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებს

უკრაინელებს

Bolt უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებს

ესტონური სტარტაპი Bolt უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებს – კომპანია ქვეყანაში თანხას გადარიცხავს, Bolt Market-იდან რუსულ პროდუქციას ამოიღებს და ბელორუსიაში ყველანაირ ოპერაციას შეაჩერებს. ამის შესახებ განცხადება Bolt-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს ვილიგიმ გაავრცელა. მისი თქმით, სოციალურ მედიაში გაკეთებული განცხადებები არაა საკმარისი და რეალური მოქმედებებია საჭირო.

,,აღმოსავლეთ ევროპელებმა ძალიან კარგად იციან თავისუფლების ფასი. ჩვენ სოციალურ მედიაში დაწერილი პოსტებით ვერ დავკმაყოფილდებით, რეალური მოქმედება გვჭირდება. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გვაქვს 3 განცხადება:

• ევროპაში განხორციელებული Bolt-ის ყოველი შეკვეთის 5%-ს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის მხარდასაჭერად გადავრიცხავთ. ეს თანხა €5 მილიონზე მეტი იქნება და პირველ მილიონს დღესვე ჩავრიცხავთ.
• Bolt Market-იდან ამოვიღებთ რუსეთში წარმოებულ ან რუსულ კომპანიებთან დაკავშირებულ ყველა პროდუქტს.
• შევაჩერებთ ყველა სახის ოპერაციას ბელორუსიაში იმის გამო, რომ მათ რუსეთის [უკრაინაში] შეჭრას ხელი შეუწყეს’’, – განაცხადა ვილიგიმ.

ცნობისთვის, Bolt 2013 წელს ტალინში დაარსდა როგორც Taxify. კომპანიას დღეისთვის 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს  45 ქვეყნისა და 400-ზე მეტი ქალაქის მასშტაბით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post