fbpx

როგორ შევქმნათ მომხმარებელთა საწყისი ბაზა?

როგორ შევქმნათ მომხმარებელთა საწყისი ბაზა?

დადგა ის მომენტი რომელზეც ოცნებობდი. პროდუქტი მზად გაქვს. ბეტა ტესტირებამაც კარგად ჩაიარა და ბაზარზე გასვლის დრო დადგა. დიდ აფეთქებას ელოდები. გადიხარ და… სრული სიჩუმე. ბუზის გაფრენის ხმაც არ ისმის. შენი წარმოდგენებიდან რეალობად არაფერი არ იქცა. და ახლა რა უნდა ქნა?

იმისთვის, რომ მომხმარებელთა საწყისი ბაზა შექმნა სულაც არ გჭირდება ინვესტორების ფულით სავსე ჯიბეები. არსებობს რამდენიმე ზოგადი ტაქტიკა, რომლებიც სტარტაპების უმრავლესობისთვის ამართლებს. ახლა სწორედ მათზე ვაპირებ საუბარს.

1.ყოველთვის შესთავაზე უფასო ვერსია

უფასო საცდელი ვერსიის შეთავაზება ნიშნავს შენი პროდუქტის გამოცდის შანსის მიცემას ყველასთვის, ვინც მისი იდეით დაინტერესებულია. შემდეგ კი თუ ამ ადამიანებს სწორად მოექცევი – არ მოსთხოვ პირად ინფორმაციებს ან დარეგისტრირებას რთულ ანგარიშებზე და მაქსიმალურად შეამცირებ მათ ვალდებულებებს შენს მიმართ, დიდი შანსია, რომ ისინი შენს მომხმარებლებად იქცევიან. კმაყოფილი მომხმარებლები შენზე ბევრს ილაპარაკებენ, შენს ცნობადობას უსასყიდლოდ გაზრდიან და პროდუქტითაც მეტი ადამიანი დაინტერესდება.

2.Facebook-ის მითი

სტარტაპების უმრავლესობა მომხმარებელთა მოზიდვისთვის მარკეტინგული სტრატეგიის მთავარ ნაწილად უპირობოდ Facebook-ს მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით ცუდი ამბავი მაქვს – News Feed-ის განახლების შემდეგ, შეგიძლია ჩათვალო, რომ Facebook, როგორც მარკეტინგული არხი თითქმის აღარ არსებობს. რიჩი კიდევ უფრო მცირეა როცა ხალხს შენი კონტენტი არ მოსწონს. ამიტომ, უნდა გაითვალისწინო, რომ გავრცელებადი და საინტერესო კონტენტის შესაქმნელად უნდა აკეთო ის რაც კარგად გამოგდის. ვგულისხმობ იმას, რომ საჭიროა შეარჩიო ის არხი და გზა, რომელიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებს. სცადე ფორუმები, ინფლუენსერები, LinkedIn-ის ჯგუფები, Pinterest, კონტენტ მარკეტინგი… თუ წერა მოგწონს, ბლოგი დაწერე. თუ კამერასთან გრძნობ თავს ბუნებრივად YouTube არხი შექმენი. შეგიძლია პოდკასტები ჩაწერო ან სტატიები გამოაქვეყნო საიტებზე.

მოკლედ, Try Everything. შემდეგ კი გაზომე რომელი არხით და რა ტიპის კონტენტით მიიღე საუკეთესო გამოხმაურება. იყავი საკუთარი თავი. დაეხმარე სხვებს და შენი აუდიტორია თავად გიპოვის.

3.მიიქციე პრესის ყურადღება

სათქმელად ადვილია, თუმცა შესასრულებლად ძალიან ძნელი. დამფუძნებლების დიდ ნაწილს თავისი პროდუქტი საუკეთესო, ყველასა და ყველასთვის გამოსადეგი ჰქონია. შესაბამისად, თვლის რომ მედია მისით აუცილებლად დაინტერესდება. სწორედ აქ არის სასტიკი რეალობა: რაღაც ახალი პროდუქტის შექმნა და ბაზარზე გასვლა, თავისთავად სიახლეს არ წარმოადგენს. მედია ასე არ მუშაობს. ტელევიზიებსა თუ პრესაში ყოველდღიურად უამრავი პრეს-რელიზი იგზავნება და თუ გსურს, რომ მათ შორის გამოგარჩიონ, ყურადღება საჭირო კუთხით უნდა მიმართო.

მაგალითად, თუ მუშაობ ხელოვნურ ინტელექტზე, დიდ მონაცემებზე, მანქანურ სწავლებაზე ან ნებისმიერ რამეზე, რაც ახალია, უნდა ისაუბრო არა პროდუქტზე, არამედ მისი შექმნის ტექნოლოგიაზე. ხალხს ყოველთვის აინტერესებს როგორ ხდება ამ ინსტრუმენტების გამოყენება. მათზე საუბარი კი ჟურნალისტების თვალში ექსპერტად გაქცევს და სტარტაპის მიმართ  დაინტერესებაც გაიზრდება.

ტელევიზიებსა თუ პრესაში ყოველდღიურად უამრავი პრეს-რელიზი იგზავნება და თუ გსურს, რომ მათ შორის გამოგარჩიონ, ყურადღება საჭირო კუთხით უნდა მიმართო.

4.ყურადღება მიაქციე SEO-ს

ეს ეტაპი ცოტა რთულია და მისი ყველა წვრილმანის გადასალახად შესაძლოა ექსპერტის დახმარებაც დაგჭირდეს. თუმცა მას დიდი მნიშვნელობა აქვს და მომხმარებელთა ბაზის შექმნაშიც გეხმარება.

პირველ რიგში უნდა დარწმუნდე, რომ შენი საიტი search engine-friendly-ია. შემდეგ ისიც გაითვალისწინე, რომ Google შენს ვებსაიტს არ ენდობა თუ მას ისტორია არ აქვს. ამიტომ შენი სრული კონტენტი მასზე უნდა განათავსო. ეს შენი სამუშაოსკენ მეტ ყურადღებას მიმართავს. დარწმუნდი, რომ შენი გრაფიკები ნათელია და მიეცი ხალხს უფლება გამოიყენოს შენი პროდუქტი დნმ-ის ტესტების ჩატარების გარეშე.

რაც მთავარია, არ იდარდო ყველა დეტალის ოპტიმიზაციაზე. ფოკუსირდი ღირებული კონტენტის შექმნაზე და თავად პროდუქტზე. სწორედ ეს მოეწონება  ხალხს და ეს გაგიზრდის რეიტინგს.

და თუ მაინც ყველა დეტალის დახვეწა გინდა, დაიქირავე SEO ექსპერტი – ოღონდ გახსოვდეს, რომ მისი ხარჯები პროდუქტის დასახვეწად საჭირო ბიუჯეტს არ უნდა მოაკლო.

5.გახადე პროდუქტი გაზიარებადი

წარმოიდგინე Dropbox-ის მსგავსი პროდუქტი. იღებ ლინკს მეგობრისგან ან კოლეგისგან. ეს ფაილი გჭირდება ამიტომ ლინკზე გადადიხარ. და უეცრად შენც Dropbox-ის მომხმარებელი ხდები.

გაზიარებადი პროდუქტები ვირუსულობისთვისაა განწირული. მათ შესაქმნელად უამრავი გზა არსებობს – Text reviews-ებით დაწყებული tracking აპლიკაციებით დამთავრებული. იყავი შემოქმედებითი და შექმენი ის დასაწყისშივე.

6.შეაგროვე მეილები

იმეილ მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა მომხმარებელთა ბაზის შესაქმნელად. მისამართების შესაგროვებლად შენი კონტენტი და უფასო საცდელი ვერსია უნდა გამოიყენო.

მეილების საშუალებით მომხმარებლებს შენი პროდუქტის სიახლეებს და განახლებულ შესაძლებლობებს აცნობ. თუმცა გაყიდვის შეთავაზებების შესახებ მინიმალურად საუბრობ. ეს მათ მუდმივ მომხმარებლებად ქცევის შანსს ზრდის. შესაძლოა შენი მეილების სია ნელა იზრდებოდეს, თუმცა გახსოვდეს, რომ მიღებული შედეგი გაღებულ ძალისხმევად ღირს.

ყველაფერი, რაც ღია ბანკინგსა და ფინტექზე უნდა იცოდე

ღია ბანკინგის

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საბანკო და ფინანსური ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაიწყო ღია ბანკინგის ერა და მასთან ერთად, ფინტექ ეკოსისტემის ზრდა.


7.ანალიტიკა

გაზომე ყველაფერი. ახალბედა დამფუძნებლებისთვის რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა განავითარონ საწყისი MVP მისი საუკეთესო საბოლოო ვარიანტის მისაღებად. შეცდომა და უარყოფითი შედეგები თავიდან რომ აირიდო, აუცილებელია მონაცემებზე ფოკუსირდე. მართალია მომხმარებელთა მცირე რიცხვით ვერ დაადგენ რა სწორია და რა არა, თუმცა მაინც უნდა გამოიყენო Google Analytics ან Mixpanel. ასე გაიგებ ვინ არიან შენი მომხმარებლები, რა პრობლემას უგვარებ მათ და რამდენად ეფექტურია შენი გამოსავალი.

Share this post